ბრძანება N 13547
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 13547
15.06.2023
--------- (პ/ნ ---------)
(მის: -----------)
2023 წლის 22 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ივნისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა ---------- (პ/ნ ---------) №86492/21 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 10 მაისის №EL209113 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის მოუთითებს, რომ ოქროს ნაკეთობები ეკუთვნის მას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარრვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და ოქროს დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 6 მაისს რეისით -------- -------- (PC 314), ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე ------- (პ/ნ ---------).
მოქალაქეს დეკლარირების მოთხოვნით არ მიუმართავს გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, როდესაც აღნიშნული მოქალაქე „მწვანე დერეფნის“ გავლით თავისი კუთვნილი ხელბარგით გადაადგილდებოდა გასასვლელისკენ, საბაჟო გამშვები პუნქტი „---------“ უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ, ეჭვის საფუძველზე მოხდა მისი შეჩერება, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე.
ფიზიკურ პირს ეცნობა გადაწყვეტილება დათვალიერების ჩატარების შესახებ, განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე. დათვალიერების მიზნით ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ბარგის/ხელბარგის სკანერით და დეტალური, ასევე მგზავრის სხეულის სკანერით დათვალიერება. დათვალიერება ჩატარდა დათვალიერებისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. დათვალიერების პროცედურა მიმდინარეობდა 05:00 საათიდან 05:35 საათამდე. დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, ოქროს საიუველირო ნაწარმი, კერძოდ: სამაჯური - 1 ცალი, ყელსაბამი კულონით - 2 ცალი, ყელსაბამი - 3 ცალი, საყურე - 1 წყვილი და ბეჭედი-4 ცალი. ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ ჯამში შეადგინა 49,12 გრამი. ---------- საბაჟოს უფლებამოსილ თანამშრომელთან საუბრისას განაცხადა, რომ ოქროს საიუველირო ნაწარმი ჰქონდა ახალი შეძენილი.
---------- მხრიდან საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) არ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს №004115/2023 ექსპერტიზის დასკვნით, ოქროს ნივთების საერთო მოცულობამ შეადგინა 49,12 გრამი ხოლო საბაჟო ღირებულებამ - 4601,607 ლარი.
ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება საგადასახადო შეღავათის ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ რაოდენობას, საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის 10 მაისს შედგენილ იქნა №EL209113 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ---------- (პ/ნ ---------) დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 4601,61 ლარი.
სანქციის აღსრულების უზრუნველსაყოფად შედგენილ იქნა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის №69001086210 ოქმი, აღნიშნული ოქროს ნაკეთობები დაილუქა პაკეტში საბაჟო წელვადი სტიკერით №0664871.
--------- --------ს რეისზე გაფრენისას 2023 წლის 4 მაისს დაადეკლარირა თანხა 35 000 აშშ დოლარის ოდენობით და მიზნობრიობაში მიუთითა ქალის ტანსაცმლით ვაჭრობა.
ფიზიკურმა პირმა მებაჟე-ოფიცერთან საუბრისას და ასევე, საჩივრის წარმოდგენის შემდგომ, არაერთი სატელეფონო კომუნიკაციის დროს განაცხადა, რომ ოქროს საიუველირო ნაწარმი ჰქონდა ახალი შეძენილი და წარმოადგენდა საქონლის ნასყიდობის დოკუმენტს (ინვოისს), რაც დღემდე არ აქვს წარმოდგენილი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად, შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით. საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის. ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე საკანონმდებლო აქტის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით, საბაჟო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო კონტროლი ნებისმიერი ფორმით, მათ შორის: შეამოწმოს დეკლარაცია, დოკუმენტი, მონაცემი და მისთვის ნებისმიერი სახით წარდგენილი სხვა ინფორმაცია; ჩაატაროს ზეპირი გამოკითხვა, მიიღოს ახსნა-განმარტება, განახორციელოს დაკვირვება (ვიდეო- და აუდიოჩაწერა); დაათვალიეროს საქონელი, სატრანსპორტო საშუალება, შენობა-ნაგებობა და ტერიტორია; დაათვალიეროს ფიზიკური პირი; განახორციელოს საბაჟო კონტროლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ფორმით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ საბაჟო ორგანოს უნდა წარუდგინოს პირმა, რომელმაც საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 3 000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისთვის.
ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-2 მუხლის მე-15 პუნქტი აზუსტებს, რომ ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:
ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;
ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.გ1“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ საქონლის (გარდა ნაღდი ფულისა და ფასიანი ქაღალდისა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად – იწვევს დაჯარიმებას საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით ან საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევას.
დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2023 წლის 6 მაისს რეისით ----- ----- (PC 314) ჩამოფრინდა მომჩივანი, რომელსაც დეკლარირების მოთხოვნით არ მიუმართავს გამშვები პუნქტის თანამშრომლებისთვის დასაპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ „მწვანე დერეფნის“ გავლით კუთვნილი ხელბარგით გადაადგილდებოდა გასასვლელისკენ;
ეჭვის საფუძველზე მოხდა მისი შეჩერება და ეცნობა გადაწყვეტილება დათვალიერების ჩატარების შესახებ, რის შემდგომ განემარტა მისი უფლება-მოვალეობები და მიეცა წინადადება დამალული საქონლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნებაყოფლობით გადაცემის თაობაზე;
დათვალიერების მიზნით ჩატარდა ბარგის/ხელბარგის სკანერით და დეტალური, ასევე მგზავრის სხეულის სკანერით დათვალიერება, რის შედეგად აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, 49,12 გრამი ოქროს საიუველირო ნაწარმი, რაზეც --------- საუბრისას განაცხადა, რომ ოქროს საიუველირო ნაწარმი ჰქონდა ახალი შეძენილი.
ვინაიდან მომჩივნის მხრიდან არ მომხდარა 4601,607 ლარის ღირებულების (რაც აჭარბებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ ღირებულებას - 3000 ლარს და ასევე საქონელი არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის) 49,12 გრამი ოქროს საიუველირო ნაწარმის (სამაჯური - 1 ცალი, ყელსაბამი კულონით - 2 ცალი, ყელსაბამი - 3 ცალი, საყურე - 1 წყვილი და ბეჭედი-4 ცალი) დეკლარირება, ადგილი აქვს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანას საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, რაც არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, მომჩივნისთვის სადავო აქტით საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმა მართლზომიერია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. --------- (პ/ნ --------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორის მოუთითებს, რომ ოქროს ნაკეთობები ეკუთვნის მას. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო საბაჟო სამართალდარრვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმისგან გათავისუფლებას და ოქროს დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები
2023 წლის 6 მაისს ჩამოფრინდა საქართველოს მოქალაქე. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდგომ, როდესაც აღნიშნული მოქალაქე „მწვანე დერეფნის“ გავლით თავისი კუთვნილი ხელბარგით გადაადგილდებოდა გასასვლელისკენ, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელის მიერ, ეჭვის საფუძველზე მოხდა მისი შეჩერება, რის შემდგომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მოქალაქის და მისი კუთვნილი ხელბარგის დათვალიერების თაობაზე.
დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, ოქროს საიუველირო ნაწარმი, კერძოდ: სამაჯური - 1 ცალი, ყელსაბამი კულონით - 2 ცალი, ყელსაბამი - 3 ცალი, საყურე - 1 წყვილი და ბეჭედი-4 ცალი. ოქროს ნაკეთობების საერთო წონამ ჯამში შეადგინა 49,12 გრამი.
ვინაიდან, საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანილი საქონლის ღირებულება აღემატება საგადასახადო შეღავათის ნორმით გათვალისწინებულ ზღვრულ რაოდენობას, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საქონლის საბაჟო ღირებულების 100 პროცენტის ოდენობით - 4601,61 ლარი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199"დ.ზ", 309(132).
საქართველოს საბაჟო კოდექსი: 5, 13, 27(1), 73(1), 163(1), 168(1).
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის N 257 ბრძანება.