გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან N 0205

0205 გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან - (ძალადაკარგული) 12.08.2010
№ დოკუმენტი 0205
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

გამოქვითვები ერთობლივი შემოსავლიდან N 0205

ფაქტობრივი გარემოებები

•გადამხდელმა ხარჯების დასადასტურებლად წარმოადგინა იმ პირის სახელით გაცემული ანგარიშ-ფაქტურები ან/და ზედნადებები, რომლის რეკვიზიტები საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით გამოყენებულია ფიქტიურ და უსაქონლო ოპერაციებში. გადამხდელმა განახორციელა დღგ-ის ჩათვლა, ხოლო წლის ბოლოს მოთხოვნებიდან ჩამოწერა საქვეანგარიშოდ გახარჯული თანხები ანგარიშვალდებულ (დაქირავებულ)პირს

•I ვარიანტი - გადამხდელის მიმართ საგამოძიებო ორგანოს მიერ ბრალეულობა დადგენილი არ არის

•II ვარიანტი - გადამხდელის მიმართ საგამოძიებო ორგანოს მიერ დადგენილია ბრალეულობა

შეფასება

•ორივე ვარიანტში გადამხდელს ანგარიშ-ფაქტურებით ან/და ზედნადებით გამოქვითვის უფლება არ გააჩნია და დღგ-ის ჩათვლა არ უნდა მიეღო

•II ვარიანტი:

ა) საწარმოს ანგარიშვალდებულ (დაქირავებულ) პირზე თანხის გადაცემიდან - მოთხოვნის ჩამოწერის მომენტამდე უნდა დაეკვალიფიცირებინა უსასყიდლო მომსახურებად და საბაზრო-საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხით უნდა გაეზარდა ერთობლივი შემოსავალი

ბ) საწარმოს ანგარიშვალდებული (დაქირავებულ) პირისთვის მოთხოვნის ჩამოწერის მომენტამდე სახელფასო სარგებლად უნდა ჩაეთვალა საბაზრო საპროცენტო განაკვეთით გაანგარიშებული თანხა და დაებეგრა საშემოსავლო გადასახადით შესაბამის პერიოდში

გ) საწარმოს დაქირავებულისათვის ჩამოწერილი მოთხოვნების თანხა ჩამოწერის მომენტში უნდა ჩაერთო ხელფასის სახით გაცემულ თანხებში -სარგებლად - გაუქმებული მოთხოვნის თანხა

დ) სარგებლის თანხით (ჩამოწერილი მოთხოვნა + სარგებლად ჩათვლილი თანხის საბაზრო პროცენტი) გაეზარდა გამოქვითვები შესაბამისი პერიოდების გათვალისწინებით

ღონისძიებები

•მეორე ვარიანტში - საწარმოს დაერიცხება საშემოსავლო გადასახადი

•მეორე ვარიანტში - გადამხდელი დაჯარიმდება გადახდის წყაროსთან გადასახადის თანხის დაუკავებლობისათვის (სსკ 134-ე მუხლი)

•ორივე ვარიანტში დაკორექტირდება გამოქვითვები და დასაბეგრი მოგება

•ორივე ვარიანტში - გაუქმდება დღგ-ის ჩათვლა და შემცირდება გამოსაქვითი ხარჯი ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული თანხის ოდენობით (დღგ-ის გარეშე)

•ორივე ვარიანტში - გადამხდელი დაჯარიმდება შესაბამის დეკლარაციაში გადასახადის შემცირებისათვის (სსკ 132-ე მუხლი)

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით