N 3118-XIმს-Xმპ - 13/06/2023 - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.06.2023
№ დოკუმენტი 3118-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 108-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. აეროდრომის/ვერტოდრომის დაცვის არეში აეროდრომის/ვერტოდრომის ნიშნების მსგავსი ნიშნებისა და აეროდრომის/ვერტოდრომის მოწყობილობების მსგავსი მოწყობილობების განლაგება, ან აეროპორტის ანდა აეროდრომის/ვერტოდრომის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე პიროტექნიკური ნაწარმის დაწვა, ან ისეთი ობიექტის მოწყობა, რომელიც ხელს უწყობს ფრინველთა მასობრივ თავმოყრას, აგრეთვე ლაზერული გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების გამოყენება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პილოტის დეზორიენტაცია ან ხელი შეუშალოს ფრენის უსაფრთხოდ შესრულებას, −

გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,13 ივნისი 2023 წ.

N3118-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე