საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება (საკუთარი მიწის ღირებულება არ შეიტანება დასაბეგრ თანხაში) N 1155

1155 საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება (საკუთარი მიწის ღირებულება არ შეიტანება დასაბეგრ თანხაში) 25.10.2011
№ დოკუმენტი 1155
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება N 1155

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელად რეგისტირირებულმა პირმა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული ოპერაციები, შეიძინა მიწის ნაკვეთი და მასზე დაიწყო საკუთარი წარმოების ძირითადი საშუალების მშენებლობა

· საწარმომ მშენებლობა დაასრულა და ძირითადი საშუალება ექსპლუატაციაში შეიყვანა 2011 წელს

· აღნიშნული აქტივის წარმოებისათვის საწარმოს შეძენილი ჰქონდა 1000 კვ.მ მიწის ფართობი. ხოლო ფართი, რომელზეც უშუალოდ განთავსებულია შენობა არის 200 კვ.მ.

· საწარმომ ექსპლუატაციაში გადაცემულ შენობაზე დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა და შესაბამისად დღგ განსაზღვრა მხოლოდ შენობაზე გაწეული დანახარჯების მიხედვით. ამასთან, დღგ-ის აღნიშნული თანხის ჩათვლა არ განუხორციელებია

შეფასება

· საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება არ წარმოადგენს საქონლის მიწოდებას, მაგრამ სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" ქვეპუნქტის მიზნებისათვის, 2011 წლის პირველი იანვრიდან იგი ითვლება დასაბეგრ ოპერაციად. აღნიშნული არ ეხება პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთს და შესაბამისად მისი ღირებულება არ შეიტანება დასაბეგრი ოპერაციის თანხაში

ღონისძიებები

· საწარმოს ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულების დაკისრება არ ხდება

იგულისხმება, რომ მშენებლობისთვის შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე პირს უფლება აქვს ჩაითვალოს დღგ დადგენილი წესით

სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 5 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება 2011 წლიდან საგადასახადო პერიოდებზე

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით