სააპელაციო სასამართლოს განჩინება N 3ბ/1746-22

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.12.2022
№ დოკუმენტი 3ბ/1746-22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

საქმე N 3ბ/1746-22

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 დეკემბერი, 2022 წელი

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - გიორგი ტყავაძე

მოსამართლეები - ლეილა მამულაშვილი

ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ღონღაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური

წარმომადგენელი - -------

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - ------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - --------

წარმომადგენელი - -------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

 

1.1. აპელანტების სააპელაციო მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით - --------ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/2374I გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება N12903/2/2021 გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ი/მ ---------ს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი---------ს მონაწილეობით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულბის თაობაზე.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, --------.-ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ---------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ---------ს (პ/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

 

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 4 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე --------(ს/ნ -------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე --------ს (ს/ნ ------) რეგისტრაცია.

 

2.3. 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ი/მ ---------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324, 80 ლარის ოდენობoთ.

 

ი/მ ---------მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით ი/მ ---------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, ი/მ --------.-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილით, ი/მ --------.-ს მის განცხადებაზე ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით -------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის მე–2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ი/მ --------ს საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.

 

2.5. სსიპ შემოსავლების სამახურის 2021 წლის 5 მარტის N 21-17/25798 წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე -------- (ს/ნ -------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 21 წლის 1 მარტის 17/23741 წერილით დამატებით განემარტა ---------ს, რომ სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ განჩინებაში -------- აღნიშნულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით -------- (ს/ნ -------) 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.

 

ასევე აღნიშნულია, რომ -------- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 2010 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 3 დეკემბრამდე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე და ასევე შემოსავლების - სამსახურში ფიზიკურ პირად რეგისტრირებული ---------ს საგადასახადო დავალიანება არ ექვემდებარებოდა ჩამოწერას.

 

2.6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებით, --------.-ს საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ განმარტა შემდეგი:

 

2.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

2.8. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გადამხდელისაგან საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებებით დადგენილ ვადაში ამოიღონ გადაუხდელი გადანახადი ან/და სანქციის სახით დაკისრებული თანხა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გადასახადის გადამხდელის ძირითადი ფუნქცია არის გადასახადების კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით გახდა საგადასახადო ორგანოები უზრუნველყოფენ რა გადამხდელთა მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულებაზე კონტროლს, უფლებამოსილნი არიან, გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შეუსრულებლობისას. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-11 კარით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები; ბ) ამ კოდექსის 57-ე და 58-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; გ) თუ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში და საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს მის სამართლებრივ ფორმას; დ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში; ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო(არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების(პარტიების) რეესტრიდან; ვ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე–4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის გადახდისუუნარობის მასის ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება (რეგისტრირდებიან) ამ საწარმოს ურთადერთ პარტნიორად (პარტნიორებად); 11. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, საბიუჯეტო ორგანიზაციას საგადასახადო დავალიანება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით შეიძლება ჩამოეწეროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. 2. თუ პირი, რომელსაც ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება, აგრძელებს – ეკონომიკურ საქმიანობას, მის მიმართ განახლდება ადრე ჩამოწერილი საგადასახადო ვალდებულების დარიცხვა ან/და სანქციის დაკისრება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტითა და 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქმეში წარმოდგენილი, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი --------.-ს მონაწილეობით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე.

 

სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, --------.-ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------.-ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე -------- (ს/ნ -------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის NB20099685/3 გადაწყვეტილებით, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე ---------ს (ს/ნ -------) რეგისტრაცია.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N7957 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ---------ს (ს/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალება მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდი შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვით ნახაზის ელექტრონული ვერსია.

 

2.9. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები: ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის გადახდევინების ღონისძიებების შესახებ; ა.ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები. ბ) პირის გარდაცვალებისას მემკვიდრის არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში ან თუ გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას: ბ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ.ბ) პირის გარდაცვალების შესახებ; ბ.გ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, სამკვიდრო მოწმობის მიღების შესახებ; ბ.დ) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის არსებობისას, საგადასახადო ორგანოს შეტყობინება გარდაცვლილი პირის საგადასახადო დავალიანების თაობაზე; ბ.ე) გარდაცვლილი პირის მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ბ.ვ) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტორის დასკვნა გარდაცვლილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. გ) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად პირის აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის შემთხვევაში: გ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; გ.ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან მხარდაჭერის მიმღებად პირის ცნობის დადასტურების შესახებ; გ.გ) მეურვეობის, მზრუნველობის ან მხარდამჭერად ცნობის უფლებამოსილების დადასტურების შესახებ; გ.დ) საგადასახადო ორგანოს შეტყობინება უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღები პირის საგადასახადო დავალიანების დაფარვის შესახებ; გ.ე) საგადასახადო ორგანოს ან/და აუდიტის დასკვნა უგზო-უკვლოდ დაკარგული ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობილი პირის ქონების ღირებულების შესახებ. დ) თუ საქართველოს კანონმდებლობა აღარ ითვალისწინებს პირის სამართლებრივ ფორმას, ამასთანავე, ამ პირს არ განუხორციელებია საგადასახადო ანგარიშგება (დეკლარაციების ან/და გაანგარიშებების წარდგენა) შესრულება ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში: დ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ;დ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა ან/და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; დ.გ) პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების (დეკლარაციებისა ან/და გაანგარიშებების წარდგენა) ბოლო 6 კალენდარული წლის განმავლობაში განუხორციელებლობის თაობაზე. ე) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემთხვევაში: ე.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ე.ბ) პირის სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ე.გ) საბიუჯეტო ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) შესახებ. ვ) თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან: ვ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ვ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ; ვ.გ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ. ზ) თუ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით დადგენილ შემთხვევაში, როდესაც კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის სამეურვეო ქონების ერთიანი ქონებრივი კომპლექსის სახით შემძენი (შემძენები) რეგისტრირდება ამ საწარმოს ერთადერთ პარტნიორად: ზ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ზ.ბ) პირის სამართლებრივი ფორმის, სახელმწიფო რეგისტრაციისა და საგადასახადო აღრიცხვის შესახებ; ზ.გ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით ი/მ ---------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324,80 ლარის ოდენობით.

 

ი/მ ---------მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოვლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით ი/მ ---------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, ი/მ ---------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილით, ი/მ ---------ს მის განცხადებაზე, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით -------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე ---------ს საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.

 

2.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი უმსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე ბს-246-243(კ–14)).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე Nბს-463- 451(კ-13), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, სწორედ რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაკარგავს უზრუნველყოფადობას, სტაბილურობას, გარანტირებულობას, დაირღვევა სამართლის ნორმის და ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ ნდობის პრინციპი, სამართლებრივი უსაფრთხოების განცდა, ხოლო ასეთ პირობებში, მყარი სამართლებრივი წესრიგის ადგილს დაიკავებს მმართველობითი ორგანოს სახელისუფლო ძალაზე დამყარებული თვითნებობა, მაშინ როცა ადმინისტრაციული ორგანოსადმი, შესაბამისად, სახელმწიფოსადმი ნდობის პრინციპი და სამართლებრივი უსაფრთხოება, სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანია.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ---------ს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები. ამასთან სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რის საფუძველზეც ინდივიდუალური მეწარმე გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება და მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირობა.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილზე, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით,---------ს (ს/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

 

მოცემული წერილიდან ირკვევა, რომ ფიზიკური პირის პირადი ნომრით იქნა მოძიებული ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ --------ს (ს/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად გაურკვეველია რა დამატებითი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო წარდგენილი საგადასახადო ორგანოსათვის, როდესაც თვითონ რეესტრი 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილით აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ --------ს სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის _ სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება და დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს ი/მ --------ს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

3. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1.1. სსიპ შემოსავლების სამსახური თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს.

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახური გაეცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებას (საქმე N3/4204-21), რომლითაც დაკმაყოფილდა --------ს სარჩელი. შედეგად, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 წერილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 03 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილება. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა და --------სთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა, რომელიც შეადგენს 37 324.80 ლარს.

 

აპელანტმა მიუთითა, რომ არ ეთანხმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას და თვლის, რომ არ არსებობს --------სთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი.

 

3.1.2. აპელანტის განმარტებით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ --------მ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე თავდაპირველად მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომლის 2020 წლის 04 ივნისის N21-05/50699 წერილით, უარი ეთქვა აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. -------- საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე. აღნიშნული ნორმის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება, თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მიიჩნია, რომ --------ს მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდებოდა საკუთრების ფლობის არარსებობის ფაქტი.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 04 ივნისის N21- 05/50699 წერილი გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით, საჩივარი არ დაკმაყოფილებაზე. საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად სსიპ შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ საქმესთან დაკავშირებით წარდგენილი მასალები არ წარმოადგენდა საკმარის საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა ქონება ან/და აქტივები.

 

აპელანტის განმარტებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 04 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების თანახმად, ანალიტიკურ დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

აპელანტის მითითებით, აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 თებერვლის N21-05/8609 წერილით --------ს ეთხოვა ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა. --------მ 2021 წლის 09 თებერვალს წარადგინა N22318/21-05 განცხადება, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 06 ნოემბრის განჩინებით (საქმე N2/17764-20) გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. აღნიშნული განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე -------- გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით, მითითებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2021 წლის 01 მარტის N21- 17/23741 წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით -------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. შესაბამისად მისი საგადასახადო დავალიანება არ ექვემდებარება ჩამოწერას. ასევე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოიცა 2021 წლის 05 მარტის N21-17/25798 წერილი რომლითაც მოსარჩელეს განემარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ნოემბრის განჩინებაში-------- აღნიშნულია, როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციი სისტემის მონაცემების მიხედვით, -------- 2020 წლის 03 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.

 

აპელანტის განმარტებით, ამავე წერილში მითითებულია, რომ -------- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, 2010 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 3 დეკემბრამდე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად.

 

აპელანტის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის მიერ ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 წერილი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 03 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი: „იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 04 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილების აღსასრულებლად ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით მომჩივანს ეთხოვა დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა, ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირობა, საბჭო მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი“.

 

3.1.4. აპელანტმა აღნიშნა, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი. ასევე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება, თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი განიხილება, თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. აღნიშნული მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური მეწარმის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის განხილვის საკითხს.

 

აპელანტის განმარტებით, ის ფაქტი, რომ ---------ს, როგორც ინდივიდუალურ მეწარმეს, გაკოტრებულად გამოცხადების გზით, გაუუქმდა რეგისტრაცია, აპრიორი არ არის იმისა, რომ მის სახელზე არ ირიცხება აქტივები ან არ აქვს ქონება. აღნიშნულს ის გარემოება განაპირობებს, რომ მაგალითად, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის სახელწოდების მიხედვით, ხოლო ---------ს ვალის მართვის დეპარტამენტისთვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტაცია, რითაც დადასტურდებოდა მის სახელზე ქონების/აქტივების არარსებობის ფაქტი.

 

3.1.5. აპელანტის განმარტებით, სადავო საკითხის შესწავლისას, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოთხოვილი და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ცალსახად და უტყუარად არ დადგინდა ფაქტი იმის შესახებ, ---------ს გააჩნია თუ არა ქონება ან/და აქტივები. შესაბამისად, სსიპ შემოსავლების სამსახურს არ აქვს საფუძველი იმისა, რომ განახორციელოს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ შემოსავლების სამსახური თვლის, რომ ---------ს, როგორც ინდივიდუალური მეწარმის უფლებამონაცვლე ფიზიკურ პირს, გააჩნია ვალდებულებები საგადასახადო ორგანოს წინაშე. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს. რომ მას აქტივები არ გააჩნია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება მასზე დარიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი.

 

აქედან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება (საქმე N3/4204-21) და ახალი გადაწყვეტილებით უარი ეთქვას ---------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3.2.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრის თანახმად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა --------ს სასარჩელო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

 

აპელანტმა მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, შესაბამისად უნდა გაუქმდეს შემდეგი სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით:

 

აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე გადამხდელმა მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს. ვალის მართვის დეპარტამენტის 04.06.2020 წლის N21- 05/50699 წერილით გადამხდელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც 16.06.2020 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

 

აპელანტის მითითებით, შემოსავლების სამსახურის 20.07.2020 წლის N20098 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 04.12.2020 წლის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვალის მართვის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.

 

აპელანტის განმარტებით, ვალის მართვის დეპარტამენტის 01.02.2021 წლის N21- 05/8609 წერილით გადამხდელს ეთხოვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა, რომელიც საგადასახადო ორგანოს დაეხმარებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებაში.

 

აპელანტის მითითებით, გადამხდელმა 09.02.2021 წელს წარადგინა N22318/21-05 განცხადება, რომლითაც ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2020 წლის განჩინების (საქმე N2/17764-20) გათვალისწინებით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა. აღნიშნული განჩინებით ინდივიდუალური მეწარმე -------- გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

3.2.2. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილზე და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანები გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებზე დაყრდნობით საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე საგადასახადო ორგანოს პოზიცია გადამხდელს ეცნობა ვალის მართვის დეპარტამენტის 01.03.2021 წლის N21-17/23741 წერილით, საიდანაც ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2020 წლის განჩინებით -------- გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, -------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე --------ს საგადასახადო დავალიანება არ დაექვემდებარა ჩამოწერას.

 

აპელანტის განმარტებით, ვალის მართვის დეპარტამენტის 01.03.2021 წლის N21-17/23741 წერილი გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 03 ივნისის N12903/2/201 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გადამხდელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტზე (გვ.8) და განმარტა, რომ „საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, --------ს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები. ამასთან სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რის საფუძველზეც ინდივიდუალური მეწარმე გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხეთა განმარტებას და მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველის ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირობა" (გვ.12). აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები ბათილად იქნა ცნობილი.

 

3.2.3. აპელანტმა მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას ვერ გაიზიარებს და სააპელაციო პალატას მოახსენებს შემდეგს:

 

აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად: „1. საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები. ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან“.

 

აპელანტმა ასევე მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებზე და განმარტა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.11.2020 წლის განჩინებაში მითითებულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 29.09.2020 წლის განჩინებით ინდივიდუალურ მეწარმეს --------ს უარი ეთქვა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მას არ გააჩნდა ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ასევე, საქმეში წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 10.03.2020 წლის N79579 წერილი, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრის ელექტრონულ პროგრამაში მონაცემებით – --------ს საკუთრების უფლება ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. ამასთან, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით.

 

3.2.4. აპელანტმა მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ზემოთ ხსენებული წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი განიხილება, თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან, ხოლო ამავე ნორმებით არ არის გათვალისწინებული ინდივიდუალური მეწარმის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხის განხილვა.

 

აპელანტის განმარტებით, გარდა მითითებულისა, აღსანიშნავია, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-142 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან. ანალოგიურ რეგულაციას ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი, რომლის შესაბამისად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი განიხილება, თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

აპელანტის განმარტებით, აღნიშნული მიუთითებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ინდივიდუალური მეწარმის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის განხილვის საკითხს.

 

აპელანტის განმარტებით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს 04.12.2020 წლის N10868/2/2020 გადაწყვეტილების აღსასრულებლად ვალის მართვის დეპარტამენტის წერილით გადამხდელს ეთხოვა დამატებით ინფორმაციის/დოკუმენტების წარდგენა, ხოლო გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის პირობა, მიაჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარებულია საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობდა მოსარჩელის არგუმენტების გათვალისწინების და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3.2.5. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 394-ე მუხლზე და მოითხოვა, რომ სასამართლომ წარმოებაში მიიღოს სააპელაციო საჩივარი, დააკმაყოფილოს იგი, გააუქმოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით უარი უთხრას მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.5. სსიპ ” საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი --------ს მონაწილეობით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, --------ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით. --------ს (პ/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

 

4.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე -------- (პ/ნ -------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის NB20099685/3 გადაწყვეტილებით, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე --------ს (პ/ნ -------) რეგისტრაცია.

 

4.7. 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ი/მ ---------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324,80 ლარის ოდენობით.

 

ი/მ --------მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოვლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 4 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით ი/მ --------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 4 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, ი/მ --------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

4.8. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილით, ი/მ --------ს მის განცხადებაზე, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით -------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე --------ს საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.

 

4.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 5 მარტის N21-17/25798 წერილში აღნიშნულია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764–20 ინდივიდუალური მეწარმე -------- (პ/ნ -------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 1 მარტის N2 17/23741 წერილით დამატებით განემარტა ---------ს, რომ სასამართლოს ზემოთ აღნიშნულ განჩინებაში -------- აღნიშნულია, როგორ ინდივიდუალური მეწარმე, ხოლო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით -------- (პ/ნ -------) 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებული ფიზიკურ პირად.

 

ასევე აღნიშნულია, რომ -------- მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით 2010 წლის 14 დეკემბრიდან 2020 წლის 3 დეკემბრამდე რეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ, ხოლო 2020 წლის 3 დეკემბრიდან რეგისტრირებულია ფიზიკურ პირად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს განჩინებაში აღნიშნული ინდივიდუალური მეწარმე და ასევე შემოსავლების სამსახურში ფიზიკურ პირად რეგისტრირებული ---------ს საგადასახადო დავალიანება არ ექვემდებარებოდა ჩამოწერას.

 

4.10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 3 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებით, ---------ს საჩივარი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 1 მარტის N21-17/23741 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

4.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანია სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 03 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებების შესაბამისობის დადგენა კანონმდებლობასთან.

 

4.13. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

მითითებული კოდექსის 43-ე მუხლი პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით, ხოლო 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების მიზნით გადასახადის გადამხდელის მიმართ გამოიყენონ ამ კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

 

სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა" და „ე“ ქვეპუნქტებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება: ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები; ე) თუ იურიდიული პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან.

 

4.14. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებულ „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესზე”, რომლის 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ვ“ ქვეპუნქტები ადგენს, რომ დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაცია:

ა) თუ დადგენილია, რომ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები: ა.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; ა.გ) ამონაწერი მარეგისტრირებელი ორგანოებიდან პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ; ა.დ) პირის მიმართ გატარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ; ა.ე) სხვა მტკიცებულებები, რითაც დასტურდება, რომ პირს არ გააჩნია ქონება და აქტივები.

ვ) თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან: ვ.ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ვ.ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ; ვ.გ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ.

 

4.15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2019 წლის 19 აგვისტოს N16/9927 წერილის მიხედვით, ელექტრონულ საერთო რეესტრში არ იძებნება ჩანაწერი ---------ს მონაწილეობით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების თაობაზე.

 

სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 11 სექტემბრის N49/6/1/1/2-01865714 ცნობის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით, ---------ს სახელზე სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით --------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ნოემბრის განჩინებით (საქმეზე N2/17764-20) ინდივიდუალური მეწარმე -------- (ს/ნ -------) გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში. ასევე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 3 დეკემბრის NB20099685/3 გადაწყვეტილებით, გაუქმდა ინდივიდუალური მეწარმე --------ს (ს/ნ -------) რეგისტრაცია.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილით სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ---------ს (ს/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია.

 

4.16. ასევე დადგენილია, რომ 2020 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით, ი/მ ---------ს ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება 37 324,80 ლარის ოდენობით.

 

ი/მ ---------მ განცხადებით მიმართა სსიპ შემოვლების სამსახურს და მოითხოვა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 04 ივნისის N21-05/50699 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 20 ივლისის N20098 ბრძანებით ი/მ ---------ს საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 04 დეკემბრის N10868/2/2020 გადაწყვეტილებით, ი/მ ---------ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა ანალიტიკურ დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების თავიდან ჩატარება გადაწყვეტილების შესაბამისად.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 წერილით, ი/მ --------ს მის განცხადებაზე, ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით -------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანების 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, ინდივიდუალური მეწარმე ---------ს საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას არ ექვემდებარებოდა.

 

ამასთან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 03 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებით, ---------ს საჩივარი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 წერილის ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

4.17. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-143 მუხლის მე-3 ნაწილი (სადავო აქტების გამოცემის დროს მოქმედი) ადგენს, რომ ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლეა შესაბამისი ფიზიკური პირი.

 

ზემოთაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციის გაუქმებია შემთხვევაში მისი ვალდებულებების ეკისრება შესაბამის ფიზიკური პირს, მართებულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიეთითება, რომ მათზე ვერ გავრცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 3 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის” 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ ქვეპუნქტი, რომლებიც ითვალისწინებენ საგადასახადო დავალიანება ჩამოწერას იურიდიული პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირთა რეესტრიდან და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან ამოშლის შემთხვევაში.

 

თუმცა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტების განმარტებას, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის” 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევას.

 

ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დავალიანების ჩამოწერა მოთხოვნილ იქნა სწორედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. შესაბამისად სააპელაციო პალატა მიუთითებს, განსახილველ შემთხვევაში გამოსაკვლევია სწორედ ის გარემოება,--------ს, როგორც ფიზიკურ პირს, აქვს თუ არა აქტივი და ქონება და მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები რამდენად ადასტურებენ, რომ მას არ გააჩნია აქტივი ან/და ქონება, რაც ზემოაღნიშნული ნორმის საფუძველზე მისი დავალიანების ჩამოწერის საფუძველი შეიძლება გახდეს.

 

4.18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სადავო საკითხთან მიმართებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 10 მარტის N79579 წერილზე, რომლითაც სსიპ შემოსავლების სამსახურს ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ---------ს (პ/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ამავე წერილით, სსიპ შემოსვლების სამსახურს ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას მხოლოდ ამ პირის სახელის/სახელწოდების მიხედვით. ამის გამო, სასურველია წარმოდგენილი იქნეს უძრავი ნივთის სავარაუდო მისამართის ან საკადასტრო კოდის შესახებ ინფორმაცია, ანდა უძრავი ნივთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ელექტრონული ვერსია. მოცემული წერილიდან ირკვევა, რომ ფიზიკური პირის პირადი ნომრით იქნა მოძიებული ინფორმაცია, რომლითაც ირკვევა, რომ ---------ს (პ/ნ -------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. შესაბამისად გაურკვეველია რა დამატებითი ინფორმაცია უნდა ყოფილიყო წარდგენილი საგადასახადო ორგანოსათვის, როდესაც თვითონ რეესტრი 2019 წლის 18 დეკემბრის N438756 წერილით აღნიშნავს, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით ---------ს საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის.

 

შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ---------ს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები. ამასთან სასამართლოს მიერ მიღებულია განჩინება, რის საფუძველზეც ინდივიდუალური მეწარმე გამოცხადდა გაკოტრებულად და გაუუქმდა რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში, შესაბამისად სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა განმარტება და მიიჩნია, რომ სახეზეა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული პირობა.

 

4.19. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

4.20. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა საკითხი, როცა ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/2374 გადაწყვეტილება.

 

4.21. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების მიხედვით კი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერების და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლები, თუმცა ეს გარემოებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში ადმინისტრაციული წარმოებისას არ იქნა სათანადოდ შეფასებული, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს რომ სწორად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება N12903/2/2021 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და ამ ნაწილშიც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის გაზიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

4.22. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადგილი აქვს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევას და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 01 მარტის N21-17/23741 და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 03 ივნისის N12903/2/2021 გადაწყვეტილებები და დაევალოს სსიპ შემოსავლების სამსახურს ---------ს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

აპელანტები, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ" ქვეპუნქტის საფუძველზე, განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლები:

გიორგი ტყავაძე

ლეილა მამულაშვილი

ნათია მერაბიშვილი