N 35459 - 15/11/2021 - დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 15.11.2021
№ დოკუმენტი 35459
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება N 35459

15/11/2021

დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-5 ნაწილისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. „დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2021 წლის 17 მარტის N7536 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების №6 დანართს დაემატოს მე-4 ნაწილი - „ღონისძიებაზე დასწრებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა“;

ბ) ბრძანებას დაემატოს დანართი №9;

გ) დარედაქტირდეს დანართი №5-ის „დღგ-ის ჩათვლა“, მაგალითი №4, მაგალითი №5, მაგალითი №6 და დანართი №5 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტმა უზრუნველყოს დამატებული ღირებულების შესახებ მაგალითების შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.rs.ge) გამოქვეყნება;

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა

სამსახურის უფროსი