საგარანტიო მომსახურება (როდესაც საგარანტიო მომსახურება გაიწევა მომწოდებლის ხარჯზე) N 0726

0726 საგარანტიო მომსახურება (როდესაც საგარანტიო მომსახურება გაიწევა მომწოდებლის ხარჯზე) 20.02.2012
№ დოკუმენტი 0726
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საგარანტიო მომსახურება N 0726

ფაქტობრივი გარემოებები

· საქართველოს საწარმო ახდენს გერმანული მწარმოებლისგან იმპორტირებული ავტომობილების მიწოდებას საქართველოში. მწარმოებელს ავტომობილზე გაცხადებული აქვს 3 წლიანი გარანტია (საწარმოო დეფექტის ან სხვა ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევაში უსასყიდლოდ გამოეცვლება დაზიანებული ნაწილი)

· საწარმოს, თავის მხრივ, საგარანტიო ვალდებულების შესრულების ფარგლებში ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ურთიერთდამოკიდებულ პირთან - სერვის ცენტრთან

· სერვის ცენტრი ავტომობილის საგარანტიო მომსახურების ფარგლებში დაზიანებული ნაწილის შეცვლილისას, საქართველოს საწარმოს უწერს სასაქონლო ზედნადებს გამოცვლილი დეტალის და გაწეული მომსახურების საბაზრო ღირებულებით, რომელსაც ბეგრავს დღგ-ითაც

· თავის მხრივ საქართველოს საწარმო გაწეული საგარანტიო მომსახურების ფარგლებში გერმანულ მწარმოებელს წარუდგენს ანგარიშს, რომელიც ანაზღაურებს როგორც გამოცვლილი დეტალის ღირებულებას, ასევე დეტალის შეცვლის მომსახურებასაც. საწარმო აღნიშნულ ოპერაციას რთავს ერთობლივ შემოსავალში, მაგრამ არ ბეგრავს დღგ-ით

შეფასება

· საქართველოს საწარმოს მიერ საგარანტიო ვალდებულების შესრულების ფარგლებში, გერმანული მწარმოებელისაგან მიღებული(მისაღები) კომპენსაცია უნდა დაებეგრა დღგ-ით

· საწარმოს მიერ გერმანული მწარმოებლისაგან ანაზღაურებული თანხების ერთობლივ შემოსავალში ასახვა მართლზომიერია

ღონისძიებები

· საწარმოს დაერიცხება დღგ-ის ძირითადი თანხა სსკ-ის ნორმების გათვალისწინებით

· დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში საწარმო დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 იანვრისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც