N 9 - 31/03/2026 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 07 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ქონების გადასახადი 31.03.2026
№ დოკუმენტი 9
სტატუსი მოქმედი
მიმღები საკრებულო

📄 სრული ტექსტი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2026 წლის 31 მარტი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1

შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/06/2013, 210020010.35.139.016089);

1. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული - „გასაწევი მომსახურების გადასახადი, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე, ობიექტების მიხედვით“ დანართი №1 ცხრილის მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1775460280021 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }17

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები

ღია საერთო ფართის 1მ2

0,02

0,023

 

დახურული საერთო ფართის 1მ2

0.14

0.16

 

2. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული – „გასაწევი მომსახურების გადასახადი დაბა ახალდაბაში, დაბა ბაკურიანში, დაბა წაღვერში და სოფლებში: ყვიბისი, ცემი, ტბა, სადგერში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე, ობიექტების მიხედვით“ დანართი №2 ცხრილის მე-17 სტრიქონი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1775460294125 {width:525.0pt;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }17

ა/მანქანების სარემონტო სადგურები, ტექ. მომსახურების ადგილები, ავტოსამრეცხაოები

ღია საერთო ფართის 1მ2

0,02

0,03

 

დახურული საერთო ფართის 1მ2

0.14

0.18

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 აპრილიდან

 

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ფერაძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე