ბრძანება N 9258

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.04.2026
№ დოკუმენტი 9258
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9258

28 აპრილი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---“-ის (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2026 წლის 3 აპრილის

საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 16 აპრილის სხდომაზე (ოქმი №31) განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №101588/1/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 11 მარტის №CB1881205 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 17 თებერვალს კომპანიის ბალანსზე არსებული ხის მასალიდან დაახლოებით 5 კუბური მეტრი უნდა გადაეზიდათ კომპანიის ობიექტზე, რაზეც გამოიწერა №0959746881 ჩვეულებრივი შიდა გადაზიდვის ზედნადები. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოხდა ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმება, რის საფუძველზეც კომპანიის სახელზე შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. გადამხდელი განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, მათთვის უცნობი იყო, რომ ხე-ტყის მასალაზე საჭირო იყო სპეციალური ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერა, რამაც გამოიწვია არასწორი ზედნადების ატვირთვა. კომპანიის მხრიდან არ ყოფილა განზრახვა, რომ საქონლის ტრანსპორტირება მომხდარიყო პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სამართალდარღვევა არის პირველი შემთხვევა, ასევე, კომპანია არ არის ხე-ტყის მომპოვებელი და არ ახდენს მის რეალიზაციას, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ან ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტების აღწერა:

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს 2026 წლის 18 თებერვლის №DES 1 26 00010606 წერილის მიხედვით დადგინდა, რომ 2026 წლის 17 თებერვალს ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ---ში, დათვალიერების მიზნით გაჩერებულ იქნა "ფორდ ტრანზიტის" მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ----, რომელსაც მართავდა 28 აპრილი 2026 N 9258 მოქალაქე --- (პ/ნ ---). დადგინდა, რომ იგი ახდენდა შპს „---“-ის (ს/ნ ---) საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 3895 ლარის საბაზრო ღირებულების 4.10მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ფიცრის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, შესწავლის დროს დადგინდა, რომ შპს „---“-ს (ს/ნ ---) აღნიშნულ ტვირთზე გამოწერილი ჰქონდა №--- ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები და არა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებიდან გამომდინარე, არ იქნა გათვალისწინებული.

ტრანსპორტირებული ტვირთის სახეობა, მოცულობა და ღირებულება განისაზღვრა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის №62523/02/26 ექსპერტიზის სამმართველოს დასკვნის საფუძველზე. 2026 წლის 24 თებერვლის №62523/02/26 ექსპერტიზის დასკვნის შინაარსიდან ირკვევა, რომ შპს ,,---“-ის (ს/ნ ---) კუთვნილი წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა (ფიცარი) არის სხვადასხვა ზომის. აზომვების შედეგად წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ფიცრის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 4.10 კუბ.მ. ქონების საბაზრო ღირებულების დადგენისას ექსპერტ(ებ)მა იხელმძღვანელ(ეს)ა შეფასების შედარების მეთოდით. შეფასების მეთოდის შერჩევა მოხდა შესაფასებელი საქონლის სპეციფიკისა და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე. შედარების მეთოდის გამოყენებისას, საბაზრო ღირებულების შესახებ მოსაზრება ყალიბდება შესაფასებელი საქონლის შედარებით ისეთ მსგავს საქონელთან, რომლებიც იქნა გაყიდული ან გამზადებულია გასაყიდად (შეთავაზებულია გასაყიდად).

საქონლის საბაზრო ღირებულება მიღებულია აღნიშნული პერიოდისათვის მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არ არსებობის შემთხვევაში მსგავსი) საქონლის მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად დადებული გარიგების საფუძველზე. საქონლის ბაზრად ითვლება მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობებით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი გამყიდველისთვის/მყიდველისთვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში.

საბაზრო ღირებულების დადგენისას ექსპერტ(ებ)ის მიერ გათვალისწინებული იქნა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე არსებული ანალოგიური პროდუქციით მოვაჭრე ობიექტებიდან, ასევე სხვა თავისუფალი და ხელმისაწვდომი წყაროებიდან მოკვლეული ინფორმაცია. მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი მსგავსი 1 კუბ/მ დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) სარეალიზაციო ფასი შეადგენს 950 ლარს დღგ–ის ჩათვლით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ერთი კუბ.მ. სხვადასხვა ზომის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) საანგარიშო საბაზრო ღირებულებად მიღებულ იქნა 950 ლარი დღგ–ის ჩათვლით. შესაბამისად, წიწვოვანი ჯიშის, დახერხილი ხე-მასალის ფიცრის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 4.10 კუბ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის განისაზღვრა 3895 (4.10X950) ლარი დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 11 მარტს შედგენილ იქნა №CB1881205 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 24 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები/ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის:

ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;

ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანების 252 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის №II-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:

ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ:

ბ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი.

„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.

2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი.

ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

3. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ან/და საგადასახადო ორგანოების უფლებამოსილი პირები, კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ახორციელებენ დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებული/შეძენილი საქონლის ან/და ამ საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, რაზედაც ადგენენ შესაბამის ოქმს;

ბ) უზრუნველყოფენ საქონლის განთავსებას და დალუქვას საწყობებში ან ამ მიზნისათვის გამოსაყენებელ სხვა ადგილებში;

გ) საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილი პირი საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების/შეძენის შესახებ ინფორმაციას, თანდართულ დოკუმენტებთან ერთად უგზავნის უფლებამოსილ საგადასახადო ორგანოს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

ამავე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხეტყის (მორის), ხემცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 1000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 10000 ლარს, იწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით და საქონლის ჩამორთმევას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.

ფულადი ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების შეფარდების თაობაზე გადასახადის გადამხდელის მოთხოვნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ ითვალისწინებს ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ამავე კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით განსაზღვრული საგადასახადო სამართალდარღვევისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---“-ის (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ სამართალდარღვევა არის პირველი შემთხვევა, ასევე, კომპანია არ არის ხე-ტყის მომპოვებელი და არ ახდენს მის რეალიზაციას, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაფრთხილებით შეცვლას ან ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს წერილის მიხედვით დადგინდა, რომ პირი ახდენდა საკუთრებაში არსებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი 3895 ლარის საბაზრო ღირებულების 4.10მ 3 მოცულობის წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-მასალა ფიცრის ტრანსპორტირებას ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე. კერძოდ, შესწავლის დროს დადგინდა, რომ პირს აღნიშნულ ტვირთზე გამოწერილი ჰქონდა ჩვეულებრივი სასაქონლო ზედნადები და არა ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები, რაც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ნორმებიდან გამომდინარე, არ იქნა გათვალისწინებული.

ერთი კუბ.მ. სხვადასხვა ზომის დახერხილი წიწვოვანი ჯიშის ხე-მასალის (ფიცარი) საანგარიშო საბაზრო ღირებულებად მიღებულ იქნა 950 ლარი დღგ–ის ჩათვლით. შესაბამისად, წიწვოვანი ჯიშის, დახერხილი ხე-მასალის ფიცრის მთლიანმა მოცულობამ შეადგინა 4.10 კუბ.მ, რომლის საბაზრო ღირებულება შეფასების თარიღისათვის განისაზღვრა 3895 (4.10X950) ლარი დღგ-ის ჩათვლით. აღნიშნულ ფაქტზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც სამართალდამრღვევს შეეფარდა სანქცია 5000 (ხუთი ათასი) ლარი და ჩამოერთვა ტრანსპორტირებული ხე-მასალა.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (1 2).