მცირეფასიანი ძირითადი საშუალების ჩამოწერა (მიწოდებაა ჩამოწერის მომენტში ნარჩენი ღირებულებით) N 0231

0231 მცირეფასიანი ძირითადი საშუალების ჩამოწერა (მიწოდებაა ჩამოწერის მომენტში ნარჩენი ღირებულებით) - (ძალადაკარგული) 07.09.2010
№ დოკუმენტი 0231
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მცირეფასიანი ძირითადი საშუალების ჩამოწერა N 0231

ფაქტობრივი გარემოებები

•დღგ-ის გადამხდელმა საწარმომ ჩამოწერა "წყობიდან გამოსული" ძირითადი საშუალებები

•საწარმოში დოკუმენტურად არ ფიქსირდება ჩამოწერილი აქტივების სასარგებლო ნარჩენების არსებობა და ასახვა მარაგებში, ან მისი რაიმე ფორმით (ნარჩენის/ჯართის სახით) გასხვისების ან განადგურების დოკუმენტი (მათ შორის, საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის მონაწილეობის საფუძველზე)

შეფასება

•საწარმოს ჩამოწერილი აქტივების სასარგებლო ნარჩენები უნდა შეეფასებინა შესაძლო სარეალიზაციო ფასად და აესახა სასაქონლო-მატერიალურ მარაგებში, რითაც დაკორექტირდებოდა (გაიზრდებოდა) ერთობლივი შემოსავალი

•ზემოაღნიშნულის განუხორციელებლობა და ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების დოკუმენტურად დაფიქსირების გარეშე განკარგვა, წარმოადგენს სსკ-ის 199-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობას. შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში, ასეთი აქტივი უნდა ჩაითვალოს მიწოდებულად საბაზრო ფასით- ჩამოწერის მომენტისათვის ნარჩენი ღირებულებით

ღონისძიებები

•უნდა დაკორექტირდეს (გაიზარდოს) საწარმოს ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა; პირს დაერიცხება შესაბამისი გადასახადები

•საწარმო, შესაბამის დეკლარაციებში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, დაჯარიმდება სსკ-ის 132-ე მუხლით

შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით