N 4438-XVIმს-Xმპ - 17/09/2024 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 1106-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1106. ქორწინების ცნება
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში (შემდგომ − სააგენტოს ტერიტორიული სამსახური). ამ მუხლის მიზნებისთვის ქალი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მდედრობითი სქესის ადამიანი, ხოლო მამაკაცი − მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული მამრობითი სქესის ადამიანი.“.
2. 1120-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის (კერძოდ, მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული ერთი და იმავე სქესის) წარმომადგენლებს შორის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
თბილისი,17 სექტემბერი 2024 წ.
N4438-XVIმს-Xმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე