N 1474-Vმს-XIმპ - 01/04/2026 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 01.04.2026
№ დოკუმენტი 1474-Vმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 15092 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:

„5. 2025 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით მოქმედ სისხლის დაწესებულებას (სისხლის გადასხმის დაწესებულებას/სისხლის ბანკს), რომელიც „სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის შესახებ“ საქართველოს 1995 წლის 21 მარტის კანონისა და სათანადო სამართლებრივი აქტების შესაბამისად კერძო სამართლის სამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით ფუნქციონირებდა, უფლება აქვს, 2026 წლის 1 ივნისამდე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად დარეგისტრირდეს. სისხლის დაწესებულების (სისხლის გადასხმის დაწესებულების/სისხლის ბანკის) მიერ აღნიშნული საფუძვლით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის მიმართვის შემთხვევაში ამ დაწესებულების არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად რეგისტრაციის, აგრეთვე მისი ვალდებულებებისა და შესაბამისი ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნებისთვის გამოიყენება ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების დებულებები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,1 აპრილი 2026 წ.

N1474-Vმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე