N 2 - 17/01/2025 - „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 17.01.2025
№ დოკუმენტი 2
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №2

2025 წლის 17 იანვარი

ქ. თბილისი

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1

„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებით (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) დამტკიცებულ:

1. დანართ №2-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამოღებულ იქნეს შემდეგი ბიუჯეტის განმკარგველები:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1737455050644 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„1241

4881

ა(ა)იპ – თეთრიწყაროს სპორტული სკოლა“;

 

1243

4883

ა(ა)იპ – თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

 

1244

4884

ა(ა)იპ – „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულებების გაერთიანება – კულტურის ცენტრი;

 

„1248

4888

ა(ა)იპ – თეთრიწყაროს სამუსიკო სკოლა;

 

1249

4889

ა(ა)იპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მანგლისის სამუსიკო სკოლა;

 

1250

4890

ა(ა)იპ – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლა“.“

 

2. დანართ №3-ში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდის - 3559 - „შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო მეზღვაურთა შრომის, განათლებისა და სერტიფიცირების სფეროებში“ შემდეგ დაემატოს შემდეგი ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი:

#tableId {null margin: 0 auto !important; }#assignedTableId-1737455060364 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }„შემოსავალი სანქციებიდან (ჯარიმები და საურავები) ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო საავტომობილო დარგის ინსპექტირებიდან

3560“.“

 

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი

ლაშა ხუციშვილი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე