დეკლარაციაში გადასახადის შემცირება N 2311

2311 დეკლარაციაში გადასახადის შემცირება 07.09.2010
№ დოკუმენტი 2311
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დეკლარაციაში გადასახადის შემცირება N 2311

ფაქტობრივი გარემოებები

•საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმომ წარდგენილ დეკალრაციებში შეამცირეა გადასახადი

•ვარიანტი 1: თებერვლის თვის დღგ-ის დეკლარაციებში გადასახადის თანხა შეამცირა 20 000 ლარით, ხოლო აპრილის თვის დეკლარაციაში - 15 000 ლარით

•ვარიანტი 2: საწარმომ თებერვლის დეკლარაციაში გადასახადის თანხა შეამცირა 30 000 ლარით

შეფასება

•ორივე ვარიანტში, სახეზეა დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება

•ორივე ვარიანტში, იკვეთება დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტი, რაც იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, რამდენადაც გადასახადის თანხა შემცირებულია 25 000 ლარზე მეტი ოდენობით

ღონისძიებები

•ორივე ვარიანტში, პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და სსკ-ის 132-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია

•ორივე ვარიანტში, შემოწმების მასალები უნდა გადაეგზავნოს საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით (ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს)