N 52 - 02/02/2018 - „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 02.02.2018
№ დოკუმენტი 52
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2018 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის – „გარკვეული კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების გზებზე გამოყენებისათვის ნებადართული მაქსიმალური გაბარიტებისა და ნებადართული მაქსიმალური მასის განსაზღვრის შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 აგვისტოს №393 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/08/2017, 300160070.10.003.020102) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 მუხლი:

„მუხლი 3. ამ დადგენილების მოქმედება შეჩერდეს 2018 წლის 31 მაისამდე.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე