N 505 - 26/09/2011 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 26.09.2011
№ დოკუმენტი 505
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №505

2011 წლის 26 სექტემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, 3.01.11) დამტკიცებული ინსტრუქციის:

1. „საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია“ (№II-04 დანართი) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„№II-04 დანართი

 

საშემოსავლო გადასახადის წლიური

დეკლარაცია

ნაწილი I

 

#assignedTableId-1675421788706 {width: 490.75pt; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }

1

გადამხდელი

მეწარმეფიზიკური პირი

 

ფიზიკურიპირი

 

გვარი,სახელი

 

(შესაბამისი უჯრა აღნიშნეთ „V” ნიშნით)

 

#assignedTableId-1675421788707 {width: 545.4pt; margin: 0 auto !important; }2

საიდენტიფიკაციონომერი

 

3

გადამხდელის პირადი

ნომერი

 

4

დეკლარაციის სახე:პირველადი

 

შესწორებული

 

5

ს/წელი

 

6

მისამართი

 

7

ეკონომიკური საქმიანობისკოდი

 

8

საქმიანობის შეწყვეტისთარიღი

 

9

წარედგინება:

 

ნაწილი II

(ივსება საგადასახადო ორგანოს მიერ)

 

#assignedTableId-1675421788709 {width: 482.25pt; margin: 0 auto !important; }10

დეკლარაციის მიღებისთარიღი

 

11

თანდართული დოკუმენტი

 

ფურცელზე

 

12

რეგისტრაციის ნომერი

 

13

დეკლარაციის მიმღებისგვარი, სახელი

 

14

დეკლარაციის მიმღებისხელმოწერა

 

ნაწილი III

 

#assignedTableId-1675421788710 {width: 522pt; margin: 0 auto !important; }საშემოსავლო გადასახადისგაანგარიშება (ლარი)

 

ერთობლივი შემოსავალი

მათ შორის:

 

15

 

საქართველოს ფარგლებსგარეთ მიღებული

16

 

საანგარიშო პერიოდისდასაწყისისათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

17

 

საანგარიშო პერიოდისბოლოსათვის არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

 

18

 

გამოქვითვებისულ

მათ შორის:

 

19

 

– გამოქვითვას დაქვემდებარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები

20

 

– ელექტროენერგია

21

 

– გაცემული ხელფასი

22

 

– კრედიტის (სესხის) პროცენტები

23

 

– საამორტიზაციო ანარიცხები

24

 

–სრულადგამოქვითული 1000 ლარამდე ღირებულებისძირითადი საშუალებები

25

 

–სრულადგამოქვითული ძირითადი საშუალებებისღირებულება

26

 

– ძირითადი საშუალებების რემონტის ხარჯები

27

 

– სხვა გამოქვითვები

28

 

– ჯამი

29

 

30

 

– საქართველოს წყაროდან მიღებული და გადახდისწყაროსთან დაბეგრილი შემოსავალი

მათ შორის, ხელფასისსახით მიღებული

 

31

 

32

 

- დაბეგვრისაგანგათავისუფლებული შემოსავალი

33

 

-წინა წლებისზარალი, რომელიც ექვემდებარება გამოქვითვას

34

 

შემოსავალი, რომელიცექვემდებარება დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლოგადასახადის განაკვეთით

 

35

 

საშემოსავლო გადასახადიკანონმდებლობით დადგენილი ჩათვლების გარეშე

 

36

 

გადახდის წყაროსთანდაკავებული საშემოსავლო გადასახადი, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას

 

37

 

კუთვნილი საშემოსავლოგადასახადი

 

38

 

დაბრუნებას დაქვემდებარებულიგადასახადი

39

 

კაპიტალიზებადიხარჯი

40

 

დეკლარაციაში მოცემული მონაცემების უტყუარობას და სისრულეს ვადასტურებ:

 

#assignedTableId-1675421788712 {null margin: 0 auto !important; }41

გადამხდელის გვარი,სახელი

 

42

გადამხდელის ხელმოწერა

 

43

ხელმოწერის თარიღი

 

შენიშვნა:

დეკლარაციის 37-ე და 39-ე უჯრები ივსება ფიზიკური პირის მიერ, რომელიც დეკლარაციას წარადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, ხოლო მეწარმე ფიზიკური პირების მიერ 132-ე მუხლის მე-3 და 133-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების და დაბრუნების მოთხოვნით.“.

2. 33-ე მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) 37-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული და ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის თანხა, თუ დეკლარაცია ივსება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, 132-ე მუხლის მე-3, 133-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, გადასახადის გადაანგარიშების ან დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ დეკლარაციის 37-ე უჯრაში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული ის გადასახადები, რომელზეც არსებობს გადახდის დამადასტურებელი საბუთი;“.

ბ) „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) 39-ე უჯრაში – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 153-ე მუხლის მე-4, 132-ე მუხლის მე-3, 133-ე მუხლის მე-3 და 134-ე მუხლის მე-3 ნაწილების შესაბამისად, დაკავებული გადასახადის დაბრუნების მოთხოვნით, ფიზიკური პირის (მათ შორის, მეწარმე ფიზიკური პირი) მიერ წარდგენილი დეკლარაციით განსაზღვრული დასაბრუნებელი გადასახადის ოდენობა, რომელიც მიიღება დეკლარაციის 36-ე და 37-ე უჯრებში ასახულ მონაცემთა სხვაობით, იმ პირობით, რომ 37-ე უჯრაში ასახული საქართველოში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის თანხა აღემატება დეკლარაციის 36-ე უჯრაში გამოანგარიშებულ საშემოსავლო გადასახადის თანხას;“.

 

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი