N 31 - 28/07/2023 - „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №31
2023 წლის 28 ივლისი
ქ. ბორჯომი
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 ივნისის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 210020010.35.139.016089, 14/06/2013 წელი) და დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
1. განისაზღვროს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებელი და დადგინდეს შემდეგი განაკვეთები:
ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის:
ა.ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისთვის და სასოფლო-სამეურნეო ნაგებობებისთვის – 3 ლარი;
ა.ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის, კომერციული დანიშნულების ობიექტებისთვის (მათ შორის სასტუმრო, სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი სახლი, სავაჭრო, გასართობი, საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტი და ა.შ) – 10 ლარი;
ა.გ) საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტისთვის – 11 ლარი;
ბ) ხაზობრივი ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებულ თითოეული გრძივი მეტრისათვის – 1 ლარი;
გ) ისეთი შენობა-ნაგებობის (გარდა ხაზობრივი ნაგებობისა) მშენებლობის შემთხვევაში, რომელსაც არ აქვს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობი, მოსაკრებლის ოდენობა II კლასის ობიექტებისათვის განისაზღვროს 50 ლარით, III კლასის ობიექტებისათვის – 200 ლარით, ხოლო IV კლასის ობიექტებისათვის – 400 ლარით.
2. მშენებლობის სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი:
ა) პირველი კლასის შენობა-ნაგებობები – 500 (ხუთასი) ლარი;
ბ) მეორე კლასის შენობა-ნაგებობები – 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
გ) მესამე კლასის შენობა-ნაგებობები – 3000 (სამი ათასი) ლარი;
დ) მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობები – 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
3. სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ოდენობა გამოანგარიშდეს ფორმულით:
L
X= — (K21 – K2)S
K2
სადაც:
ა) x არის მოსაკრებლის ოდენობა;
ბ) L არის 1კვ.მ მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი;
გ) K21 არის მიწის ნაკვეთისათვის სპეციალური (ზონალური) შეთანხმების საფუძველზე მისანიჭებელი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
დ) K2 არის მიწის ნაკვეთისათვის დადგენილი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი;
ე) S არის სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
დავით ზაალიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე