ბრძანება N 13929
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 13929
13 ივნისი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---------“ (ს/ნ---------)
(მის.: ---------)
2024 წლის 23 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 7 ივნისის სხდომაზე (ოქმი №61) განიხილა შპს „----------“-ის (ს/ნ ----------) №89835/1/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 22 აპრილის №------------, №-------------№------------, №------------, №------------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს და №----------- (№-----------), №----------- (№068-17), №------------(№068-18), №------------(№068-19), №------------ (№068-20) საგადასახადო მოთხოვნებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე, პასუხისგებაში არიან მიცემული კომპანიის თანამშრომლები და დირექტორი, დამდგარია განაჩენი და დაკისრებულია დარღვევის შესაბამისი პასუხისმგებლობა. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით საბაჟო/საგადასახადო სანქციის და პასუხისმგებლობის დაკისრება უსაფუძვლოდ მიაჩნია.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2022 წლის 15 ოქტომბერს საბაჟო გამშვები პუნქტი „-----------“ საბაჟო კონტროლის ზონაში 22 სატვირთო სატრანსპორტო საშუალებით შემოტანილ იქნა შპს „----------“-ის (ს/ნ ------------) მიერ საბაჟო დეკლარაციებით (№-----------; №----------- -----------; №----------- -----------; №----------- -----------; № ----------- თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული საქონელი (ხორბალი – 531 400 კგ). აღნიშნულ დეკლარაციებს მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „------------“-ით დამუშავებისას განესაზღვრათ „ყვითელი დერეფანი“ და სატრანსპორტო საშუალებები გაგზავნილ იქნა გაფორმების ეკონომიკური ზონა „-----------“ დანიშნულებით.
სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების შემდეგ გამოვლინდა სხვადასხვა სამართალდარღვევა, კერძოდ:
– №---------- (საბაჟო ლუქი ---------), №------------ (საბაჟო ლუქი - ------------), №------------ (საბაჟო ლუქი - ------------) და №------------ (საბაჟო ლუქი - ------------) სატრანსპორტო საშუალებების (რომლებშიც განთავსებული იყო №1------------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი – 96 000 კგ ხორბალი) დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ №------------ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ახსნილი იყო საბაჟო ლუქი, მასში არსებული ხორბლის წონა კი შეადგენდა 24 740 კილოგრამს, ხოლო №------------, №------------ და №------------ სატრანსპორტო საშუალებებზე არსებული ლუქები განსხვავდებოდა დეკლარაციაში მითითებულისაგან. საქონლის დათვალიერების მიზნით №------------ საბაჟო დეკლარაცია გადაყვანილ იქნა „წითელ დერეფანში“. საქონლის დათვალიერების, აწონვის და სატრანსპორტო საშუალებების სარეგისტრაციო მონაცემების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ №------------, №------------ და №------------ სატრანსპორტო საშუალებებზე შეცვლილი იყო სახელმწიფო ნომრები, რეალური ნომრები კი აღმოჩნდა: №------------(ლუქი − ----------), №------------ (ლუქი − ------------) და №------------ (ლუქი ------------. მითითებულ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონელი (ხორბალი – 72 900 კგ) კი გაფორმებული იყო №------------ (18/10/2022) საბაჟო დეკლარაციით. გამომდინარე აქედან, 71 260 კგ (96000-24740) ხორბალი მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად;
№----------, №-----------, №-----------, №----------, №------------ და №--------------- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო №------------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი (ხორბალი – 144 400 კგ), საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდნენ საბაჟო ლუქების გარეშე და ცარიელი. გამომდინარე აქედან, 144 400 კგ ხორბალი (საბაჟო ღირებულება 121110.88 ლარი) მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად;
№----------, №--------- და №---------- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო №------------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი (ხორბალი – 73 400 კგ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდნენ საბაჟო ლუქების გარეშე და ცარიელი. გამომდინარე აქედან, 73 740 კგ ხორბალი (საბაჟო ღირებულება 61561.90 ლარი) მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად;, №---------- და №----------- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო №----------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი (ხორბალი – 73 400 კგ) საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდნენ საბაჟო ლუქების გარეშე და ცარიელი. გამომდინარე აქედან, 73 740 კგ ხორბალი (საბაჟო ღირებულება 61561.90 ლარი) მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად;
№----------, №----------, №---------- და №----------- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო №------------ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი (ხორბალი – 96 800 კგ), საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდნენ საბაჟო ლუქების გარეშე. ამასთან, №------------ სატრანსპორტო საშუალება იყო ცარიელი, დანარჩენ 3 სატრანსპორტო საშუალებაში (№-----------; №----------; №-----------) განთავსებული საქონლის წონა კი განსხვავდებოდა დეკლარირებული მონაცემებისგან. კერძოდ: №------------- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის წონამ შეადგინა 23 055 კგ, ნაცვლად 24 400 კილოგრამისა, №------------- სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის წონამ – 23 270 კგ, ნაცვლად 24 100 კილოგრამისა და №------------ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის წონამ – 22 296 კგ, ნაცვლად 24 300 კილოგრამისა. გამომდინარე აქედან, 28 179 კგ ხორბალი (საბაჟო ღირებულება 23739.15 ლარი) მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად;
№------------ და №----------- სატრანსპორტო საშუალებები, რომლებშიც განთავსებული იყო №----------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი (ხორბალი – 48 300 კგ), საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადდნენ საბაჟო ლუქების გარეშე და ცარიელი. გამომდინარე აქედან, 48 300 კგ ხორბალი (საბაჟო ღირებულება 40510,08 ლარი) მიჩნეულ იქნა უკანონოდ განკარგულ საქონლად.
ვინაიდან არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულება აჭარბებდა 15 000 ლარს, საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქმის მასალები ქვემდებარეობით გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 19 ნოემბრის №------------ წერილით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2024 წლის 24 იანვრის №---------- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანის ფაქტზე დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა (------------ საქალაქო სასამართლოს განაჩენი №------------ (№------------)) და საბაჟო დეკლარაციების (№-----------; №-----------; №-----------; №-----------; №-----------) მიმართ შესაძლებელი იყო საბაჟო ფორმალობების განხორციელება.
დადგინდა, რომ შპს „-----------“-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაზეც დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა).
ვინაიდან, შპს „----------“-ის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის უკანონო განკარგვის ფაქტს, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 22 აპრილს შედგენილ იქნა №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 55208.8 ლარის (გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტი) ოდენობით. ამასთან ერთად, 2024 წლის 22 აპრილს გამოიცა №----------, №----------, №----------, №---------- და №---------- საგადასახადო მოთხოვნები, რომლებითაც შპს „----------“-ს (ს/ნ ----------) დაერიცხა შესაბამისი იმპორტის გადასახდელი და საურავი.
მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ მონაცემთა დამუშავების ელექტრონული საშუალებით გაგზავნილ სადავო დოკუმენტებს ადრესატი გაეცნო 2024 წლის 24 აპრილს.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 70-ე მუხლის პირველის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი შემოტანისთანავე ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და შეიძლება დაექვემდებაროს საბაჟო კონტროლის პროცედურებს. საჭიროების შემთხვევაში ეს საქონელი ექვემდებარება ისეთ აკრძალვებსა და შეზღუდვებს, რომლებიც, სხვა დანარჩენთან ერთად, ეფუძნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების, ეროვნული ინტერესებისა და საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის, ადამიანის ან ცხოველის ჯანმრთელობის ან მცენარის სიჯანსაღისა და სიცოცხლის დაცვის, ხელოვნების ნიმუშისა და ისტორიული და არქეოლოგიური ღირებულების მქონე ეროვნული სიმდიდრის დაცვისა და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებული ქონების დაცვის აუცილებლობას, პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერების, ინტელექტუალური საკუთრების უფლების დამრღვევი საქონლისა და ფულადი სახსრების კონტროლის ჩათვლით. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული საქონელი ექვემდებარება აგრეთვე თევზსარეწების კონსერვაციისა და მართვის ღონისძიებებს და ეკონომიკური პოლიტიკის სხვა ღონისძიებებს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით, საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევა ან სხვა ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, – იწვევს დაჯარიმებას იდენტურ/მსგავს საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გადასახდელი იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
ამავე საკანონმდებლო აქტის 49-ე მუხლის პირველ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, იმპორტის გადასახადით დასაბეგრ საქონელზე საბაჟო ვალდებულება წარმოიშობა, თუ დაირღვა უცხოური საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანასთან, საბაჟო ზედამხედველობიდან გატანასთან, გადაადგილებასთან, გადამუშავებასთან, საბაჟო საწყობში ან თავისუფალ ზონაში შენახვასთან, დროებით შენახვასთან ან განკარგვასთან დაკავშირებული საქართველოს საბაჟო კანონმდებლობა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დრო არის: ა) იმ ვალდებულების შეუსრულებლობის ან შესრულების შეწყვეტის მომენტი, რომლის შეუსრულებლობა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ვალდებულია პირს წარუდგინოს საგადასახადო მოთხოვნა, თუ არსებობს პირისათვის იმპორტის გადასახდელის დარიცხვის შესახებ ან/და საბაჟო სანქციის შეფარდების შესახებ საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილება ან საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი.
ამავე კოდექსის 272–ე მუხლის შესაბამისად საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
დადგენილია და არც მომჩივანი უარყოფს იმ ფაქტს, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევას და ისეთ ქმედებებს, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა. აღნიშნული არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება
(მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172- ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.
ამასთან ვინაიდან, არსებობს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად საბაჟო სანქციის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, მომჩივნისთვის საქართველოს საბაჟო კოდექსის 49-ე მუხლისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად სადავო საგადასახადო მოთხოვნის წარდგენაც მართლზომიერად უნდა ჩაითვალოს.
მომჩივნის არგუმენტზე, რომ ვინაიდან სამართალდარღვევის ფაქტებზე დამდგარია განაჩენი და დაკისრებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, დამატებით საბაჟო/საგადასახადო პასუხისმგებლობის დაკისრება არ უნდა მომხდარიყო, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ---------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბერს გამოტანილი №---------- განაჩენით დამტკიცდა საქართველოს გენერალური პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 214-ე, 2201 -ე და 185-ე მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და განესაზღვრათ სასჯელის სახე და ზომა. სადავო აქტებით კი, მომჩივანს პასუხისმგებლობა დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის (საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევა და ისეთი ქმედება, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის უკანონო განკარგვა) მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქმედებისთვის პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 214-ე, 2201-ე და 185-ე მუხლები კი არ ითვალისწინებს სასჯელს საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის პირობების დარღვევის ან სხვა ქმედებისთვის, რამაც გამოიწვია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უკანონო განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“-ის (ს/ნ -----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საჩივრის ავტორს საბაჟო/საგადასახადო სანქციის და პასუხისმგებლობის დაკისრება უსაფუძვლოდ მიაჩნია. აღნიშნულზე მითითებით ითხოვს სადავო აქტების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შპს-ს-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის საბაჟო კონტროლისგან მალულად შემოტანას, რაზეც დადგა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
70(1);163(1);172