N 66 - 06/02/2017 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 06.02.2017
№ დოკუმენტი 66
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2017 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებებისა და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

საქართველოს ფინანსთა მინისტრი - კომისიის თავმჯდომარე;

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სსიპ - შემოსავლების სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სახაზინო სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი;

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე - კომისიის წევრი;

სსიპ - კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე - კომისიის წევრი;

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - კომისიის წევრი;

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - კომისიის წევრი.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე