ბრძანება N 24679
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 24679
06 ოქტომბერი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ,,--------“-ს (ს/ნ ---------------)
(მის: ---------------------------------)
(იურ. მის: -------------------------)
2023 წლის 20 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ,,--------“-ს (ს/ნ ---------------) N83701/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 აგვისტოს NCB1501780 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შერჩევითი ინვენტარიზაციისას გამოუვლინდა აღურიცხავი საქონელი, რის გამოც დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო ოქმს და განმარტავს, შემმოწმებელმა დარღვევად მიიჩნია ორი დასახელების საქონლის შესაბამისი დოკუმენტაცია. კერძოდ, ერთი დასახელების საქონელი - ,,ღორის ხორცი“ შესყიდული იყო შესყიდვის აქტით, რომელზედაც მათ მიერ მოთხოვნილი იქნა სასაქონლო ზედნადები. მომჩივანი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქონელზე სასაქონლო ზედნადები ფიზიკურად ვერ ექნებოდა, რადგან ხორცის შესყიდვა მოახდინა ბაზარში, ხოლო ბაზრიდან ობიექტამდე გადაზიდვაზე გამოწერილია შესაბამისი შიდა გადაზიდვის სასაქონლო ზედნადები. რაც შეეხება მეორე საქონელს, გადამხდელი განმარტავს, რომ საკონტროლო შესყიდვის დროს შეირჩა ,,ზეთი ჩისტოე ზოლოტო“, რომელიც განთავსებული იყო ერთლიტრიან ბოთლებში. შემმოწმებელმა დათვალიერების დროს ნახა 5 ცალი 1 ლიტრიანი ბოთლი, თუმცა აქტში ჩაწერა 5 ლიტრი. გადამხდელი აცხადებს, რომ მათ მიერ შესყიდულ ზედნადებში იგივე დასახელების ზეთი წერია ერთლიტრიან ბოთლებში და აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი აქვს ტექნიკურ შეცდომას. სინამდვილეში სასაქონლო ზედნადებშიც და რეალობაშიც ზეთი არის 1 ლიტრიან ბოთლებში. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, ამავე დეპარტამენტის 2023 წლის 2 აგვისტოს Nბ-13256/2023 ბრძანების საფუძველზე შპს ,,--------“-ს (ს/ნ ---------------) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლენილი იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა (საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ზეთი ზოლოტა 5ლ, მარილი 1კგ, არაყი ნემიროვი) შერჩევითი ინვენტარიზაცია. მეწარმეს ფაქტიური აღწერით დაუფიქსირდა 791 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელის მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტი 288 ლარის ოდენობით საბაზრო სარეალიზაციო ფასებით (დღგ-ს ჩათვლით). კერძოდ, შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა შესყიდვის აქტი პროდუქციაზე „ღორის ხორცი“, თუმცა არ იქნა წარდგენილი სასაქონლო ზედნადები, რომლითაც დადგინდებოდა შეძენილი საქონლის ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტის მისამართზე ტრანსპორტირების ფაქტი. რაც შეეხება მეორე პროდუქციას, აღნიშნული პროდუქტი შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის შესახებ ოქმში აღწერილ იქნა დასახელებით „ზეთი 5 ლ (ზოლოტა)“, სწორედ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღწერის დროს პროდუქტი განთავსებული იყო 5 ლიტრის მოცულობის ბალონში. გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა, დანართი 22/1 -ით შევსებულ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა აღწერილი საქონლის დასახელების, რაოდენობის და საბაზრო ღირებულებების ნამდვილობა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის მიმართ 2023 წლის 23 აგვისტოს შედგენილი იქნა NCB1501780 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად 200 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელი მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის მიხედვით ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპენტეციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ: გ) გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა – იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის გამოვლენა, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულება არ აღემატება 1 000 ლარს, − იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 273-ე ან 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი ან მე-11 ნაწილით ან 2885 ან 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენისთვის (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედებები ჩადენილია განმეორებით) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ამ კარის მიზნებისათვის სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად ჩაითვლება, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში. ამასთანავე, ამ კოდექსის 281-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ პირმა ამავე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევები ჩაიდინა ერთსა და იმავე დღეს, ტერიტორიულად განცალკევებულ ობიექტებზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ,,--------“-ს (ს/ნ ---------------) საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2023 წლის 23 აგვისტოს NCB1501780 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით შეეფარდოს გაფრთხილება;
3. დაევალოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს განახორციელოს შესაბამისი კორექტირება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;
4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. N11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ შერჩევითი ინვენტარიზაციისას გამოუვლინდა აღურიცხავი საქონელი, რის გამოც დაჯარიმდა 200 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო ოქმს და ითხოვს ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
როგორც საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, ამავე დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე მომჩივანის ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია, რა დროსაც გამოვლენილი იქნა სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ცალკეულ სახეობათა შერჩევითი ინვენტარიზაცია. მეწარმეს ფაქტიური აღწერით დაუფიქსირდა 791 ლარის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. გადასახადის გადამხდელის მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარმოდგენილ სააღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლინდა აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტი 288 ლარის ოდენობით საბაზრო სარეალიზაციო ფასებით (დღგ-ს ჩათვლით).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელის მიმართ შედგენილი იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-11 ნაწილის შესაბამისად 200 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი წარმოადგენს პირველ შემთხვევას, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით უნდა შეეფარდოს გაფრთხილება.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(22); 49(1); 72(1); 269(1,8); 270(1,2,7); 286(4,11); 302(6);