ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ

უწყებათაშორისი ხელშეკრულება/შეთანხმება 25.04.2005
№ დოკუმენტი N/A
სტატუსი მოქმედი
მიმღები არაკლასიფიცირებული

📄 სრული ტექსტი

ქვემოთ მოცემულ ტექსტსა და ტექსტის მარცხენა ზედა კუთხეში მიმაგრებულ PDF დოკუმენტს შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება PDF დოკუმენტს.

ძალაშია ხელმოწერის დღიდან

სახელითა უზენაესითა

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო

დეპარტამენტსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟოს შორის

საბაჟო საკითხებისა და ურთიერთობის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტი და ირანის ისლამური რესპუბლიკის საბაჟო, რომელნიც შემდგომში იწოდებიან ,,მხარეებად",გამოხატავენ რა მისწრაფებას, შეინარჩუნონ და განამტკიცონ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობანი,ეფუძნებიან რა საერთო ინტერესებსა და კეთილ ნებას,ითვალისწინებენ რა ეკონომიკური საქმიანობისა და საქონლის ტრანზიტის ზრდას ორ ქვეყანას შორის, საბაჟო თანამშრომლობის გაფართოებასა და ეკონომიკური ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით,შეთანხმდნენ შემდეგზე:

კარი 1

მხარეები გააერთიანებენ ძალისხმევას ორი ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობასა და პროცედურებთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიმართულებით, განსაკუთრებით საგარეო-ეკონომიკური საქმიანობისა და ექსპორტისა და იმპორტის სფეროში.

კარი 2

ორ ქვეყანას შორის მგზავრთა ნაკადის ნაკადების დაჩქარების მიზნით, მხარეები უზრუნველყოფენ ღონისძიებების განხორციელებას საბაჟო ფორმალობების გასამარტივებლად, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.

კარი 3

მხარეები შეთანხმდნენ ორივე ქვეყნის საბაჟოებში შექმნან კომისიები, რომლებიც ყურადღებას მიაქცევენ საბაჟო შეთანხმებათა შესრულებას და დაძლევენ იმ სირთულეებსა და წინააღმდეგობებს, რომლებიც ხვდებათ ორივე მხარის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს მეორე ქვეყნის საბაჟო საკითხებთან დაკავშირებით.

კარი 4

მხარეები ითანამშრომლობენ საბაჟო საბუთებისა და დოკუმენტების ურთიერთობისა და გაცვლის საქმეში და ჩაატარებენ კვლევას საერთაშორისო წესების შესაბამისად ერთგვაროვანი დოკუმენტაციის შესაქმნელად.

კარი 5

მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას სპეციალისტების გაცვლის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის საბაჟოს შესახებ აზრთა გაზიარებას, კვლევითი სამუშაოების ჩატარებისა და საბაჟო პროცედურების მეთოდების გაუმჯობესებისა და გაიოლებისათვის წინადადებების შეთავაზებას.

კარი 6

მხარეები ითანამშრომლობენ ორ ქვეყანას შორის საქონლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო გადატანასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, გააცნობენ ერთმანეთს მოწინავე ტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც გამოიყენება კონტრაბანდული საქონლისა და

ნარკოტიკების აღმოსაჩენად და მათი გადატანის აღსაკვეთად, აცნობენ მეორე მხარეს მათ დასაფარავად გამოყენებულ სამალავებს და აგრეთვე, მათ ქვეყნებში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ითანამშრომლებენ უკანონოდ გატანილი კულტურული ფასეულობების დაკავებასა და დაბრუნების მიზნით.

კარი 7

ზეპირი და წერილობითი ინფორმაცია, რომელსაც მხარეები გაუზიარებენ ერთმანეთს, ითვლება საიდუმლოდ და გამოიყენება მხოლოდ ამ ურთიერთგაგების მემორანდუმის შესასრულებლად.

კარი 8

მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშროლობის, კვლევისა და მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე კონტროლის მიზნით, წელიწადში ერთხელ, მონაცვლეობით ჩაატარებენ ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურების ერთობლივი კომისიების სხდომას, ურთიერთგაგების მემორანდუმში ასახული შეთანხმებანი განხორციელდება ერთი წლის განმავლობაში და ნაკლოვანებების შემჩნევის შემთხვევაში საბაჟო სამსახურების მომავალ სხდომაზე გაატარებენ ღონისძიებებს, მათი დაძლევისა და გადასინჯვის მიმართულებით.

წინამდებარე ურთიერთგაგების მემორანდუმი შედგენილია ქრისტიანული წელთაღრიცხზვის 1995 წლის ,, " აპრილს, შესაბამისად, მზის ჰოჯრის 1374 წლის 1 ორდიბეჰეშთს, 8 კარად, ორ პირად, ქართულ და სპარსულ ენებზე, ამასთან, ორივე პირს თანაბარი ძალა გააჩნია.

საქართველოს რესპუბლიკის

საბაჟო დეპარტამენტის სახელით

ირანის ისლამური რესპუბლიკის

საბაჟოს სახელით