N 445 - 01/12/2011 - „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 01.12.2011
№ დოკუმენტი 445
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №445

2011 წლის 1 დეკემბერი

ქ. თბილისი

„არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 ოქტომბრის №185 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1339) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული „არაიოდიზებული მარილის იმპორტის ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების“ (დანართი №1) მე-4 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვას აქვს ინდივიდუალური ნომერი (ნუმერაცია სააგენტოს მიერ გასაცემ ფორმებზე იწყება ციფრით „1“, ხოლო შემოსავლების სამსახურის მიერ გასაცემ ფორმებზე – ციფრით „2“). ნებართვა შესაძლებელია გაიცეს როგორც წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილების 11 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური

 

დანართი №2

 

არაიოდიზებული მარილის იმპორტის

ნებართვა №000000

„____“ ________ 201 ___ წ.

 

განმცხადებელი (იმპორტიორი) -------------------------------------------------------------------

პირის საიდენტიფიკაციო ნომერი-----------------------------------------------------------------

იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი ----------------------------------------------------------

მწარმოებელი ქვეყანა -------------------------------------------------------------------------------

მწარმოებელი კომპანია ----------------------------------------------------------------------------

ექსპორტიორი ---------------------------------------------------------------------------------------

მარილის დანიშნულება ---------------------------------------------------------------------------

ხელშეკრულების № და თარიღი -----------------------------------------------------------------

წონა (კგ) ---------------------------------------------------------------------------------------------

გამცემი ორგანოს დასახელება ------------------------------------------------------------

უფლებამოსილი პირი ------------------------------- ---------------------------------

(სახელი, გვარი)

(ხელმოწერა)

ბ.ა.“.

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე