N 14 - 26/07/2024 - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის N40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2024 წლის 26 ივლისი
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №40 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის და „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 23 მარტის №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 29/03/2018; 010250050.35.163.016418).
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება მოხდეს სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარით;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარით;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარით;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარით;
ვ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარით.“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
თელავის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
თენგიზი მთვარელიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე