ბრძანება N 6003

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 31.03.2025
№ დოკუმენტი 6003
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 6003

31 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---------------ის” (ს/ნ ----------------)

(მის.: ----------------------------------------)

2025 წლის 14 თებერვლის, 4 და 5 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 მარტის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა შპს „---------------ის” (ს/ნ ----------------) 2025 წლის 14 თებერვლის №94177/1/2025, 4 მარტის №94434/1/2025 და 5 მარტის №32842/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №005-201 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის სხვაობის (საწვავი/მისართები) რეალიზებულად განხილვას და ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ ინვენტარიზაციის მიერ აღმოჩენილი სათბობი საწვავი მიჩნეულ იქნა მისართად და არასწორად იქნა შეტანილი მისი დასახელება, ვინაიდან სათბობი საწვავი არის ზოგადი დასახელება და არ არსებობს ამ ტიპის საქონელი, იგი მოიცავს როგორც ბენზინს, ასევე დიზელს, მაზუთს, მისართს და სხვა. შესაბამისად, მისართის ნაშთი არსებობდა და არასწორად მოხდა მისი მითითება ინვენტარიზაციის დროს. რაც შეეხება შემმოწმებლის პოზიციას, რომ მისართის დოკუმენტურად დადასტურებული ფასნამატი არის 26%, არ შეესაბამება რეალობას, ვინაიდან არც დეკლარაციებით და არც საბუღალტრო პროგრამით არ დასტურდება მისართების ამ ოდენობით ფასნამატით რეალიზაცია და მისი ფასნამატი მერყეობს 1%-მდე საქართველოში. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ასევე არასწორად განხორციელდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების თანხობრივი შედეგების გამოყვანა. რაც შეეხება ბენზინს, მისი დოკუმენტურად და ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 13%-ს.

2. გადამხდელი არ ეთანხმება მის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე მოგების გადასახადის დარიცხვას. აცხადებს, რომ 206 580 ლარის შემოსავლიდან კომპანიის მიერ 110 000 ლარი დაბეგრილია დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით 20%-ით, ხოლო დარჩენილი თანხით დაფარულია კრედიტორული დავალიანებები შპს „------“-ის (41 105 ლარი) და შპს „------ის“ (29 000 ლარი) მიმართ, ხოლო 55 000 ლარი, როგორც საწესდებო კაპიტალის სახით შემოტანილი თანხა, დაბრუნებულია შპს „-------“-ის მიერ.

3. არ ეთანხმება იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის ხელფასად განხილვას. აღნიშნავს, რომ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რომლის დადასტურებისთვისაც წარმოადგენს სალაროს გასავლის ორდერს.

4. არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას.

5. არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შპს „-----------ის“ მიმართ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით და უახლოეს პერიოდში წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 დეკემბრის №31165 და 2024 წლის 5 მარტის №4848 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა შპს „---------------ის” (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 27 დეკემბრის №27581 ბრძანება და ამავე თარიღის №005-201 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 431 536 ლარი, მათ შორის გადასახადი 817 148 ლარი, ჯარიმა 409 224 ლარი და საურავი 205 164 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: 1. საწარმოს დაფუძნებულია 2011 წლის 6 ივლისს, თუმცა საქმიანობას ახორციელებს 2022 წლის ივნისის თვიდან. საწარმოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ნავთობპროდუქტების (ბენზინი, დიზელი), ნავთობპროდუქტების მისართების შეძენა ადგილობრივ ბაზარზე და მისი როგორც საბითუმო, ასევე საცალო რეალიზაცია. საწარმოს იჯარით აქვს აღებული აგს-ები -----ის რაიონ სოფელ -----ა და --------ი. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 8 255 368 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №748 ბრძანებით საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, საწარმოში დაფიქსირდა დიზელი 8 483 ლიტრი, ბენზინი რეგულარი 4 904 ლიტრი და ბენზინი პრემიუმი 447.5 ლიტრის ოდენობით, მაშინ როდესაც აღნიშნული თარიღისთვის ბენზინი რეგულარის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 83 374.3 ლიტრს, ხოლო ბენზინი პრემიუმის ბუღალტრული ნაშთი 10 483 ლიტრს. დიზელის ნაწილში არსებითი სხვაობა ინვენტარიზაციით დადგენილ შედეგსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის არ გამოვლინდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავებით, მათ შორის ბუღალტრული პროგრამით, ფიქსირდება 143 135 ლარი ღირებულების მეორადი ზეთის ნაშთი 246 822 ლიტრი ოდენობით (პროგრამულად დაფიქსირებული ბუღალტრული ნაშთის კორექტირება, კერძოდ, შემცირება განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი მეორადი ზეთის შეძენებით), ასევე ფიქსირდება 1 204 339 ლარი ღირებულების საწვავის უნივერსალური დანამატის/მისართის ნაშთი 1 234 001.5 ლიტრი ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად მისართისა და მეორადი ზეთების ფაქტობრივი ნაშთი არ დაფიქსირებულა. აღმოჩენილი იქნა 347.6 მ3 სათბობი საწვავის ნაშთი, თუმცა აღნიშნული მასალის წარმოების ფაქტი შემოწმებით ვერ დადასტურდა. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ და ბუღალტრულ ნაშთს შორის საწვავის სხვაობა ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით.

რაც შეეხება მისართებისა და მეორადი ზეთის ბუღალტრულ ნაშთს, აღნიშნული ასევე ჩაითვალა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა აღნიშნული მასალების თვითღირებულებაზე გადამხდელის მიერ ბუღალტრული პროგრამით განსაზღვრული და დეკლარირებული მისართების საცალო ფასნამატის (26%) გავრცელებით (აღსანიშნავია, რომ საწარმოში ფიქსირდება მისართების დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მისართების, მეორადი ზეთისა და საწვავის ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზაციით მიღებული დამატებითი შემოსავალი გაანაწილა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლების შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი შემოსავლები დღგ-ის ჩათვლით, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელს 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის იანვრის თვეებში აღიარებული აქვს საწვავის, კერძოდ, ბენზინი-რეგულარის დანაკლისი ჯამურად 206 579 ლარი დღგ-ის გარეშე საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი თვეების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, თუმცა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს მიერ აღიარებული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. 2022 წლის 26 სექტემბერს გადამხდელს იმპორტით აქვს შეძენილი 18 162 ლარი ღირებულების ავეჯი. საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ დამოწმებული ურთიერთშედარების აქტისა და გადახდის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთანავე, არ ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ საბაჟოზე თანხის გატანის ფაქტი (არ განხორციელებულა თანხის დეკლარირება). აღნიშნულიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ” შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს --------სთვის (---) გადარიცხული აქვს თანხა ჯამურად 7 128 დოლარის ეკვივალენტი ლარში (19 715 ლარი) 2022 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში გადაზიდვის მომსახურების საფასურის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთჯერადად 2022 წლის 26 სექტემბერს უფიქსირდება იმპორტით 18 162 ლარი ღირებულების ავეჯის შემოტანა CPT პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ტრანსპორტირების ფასი შედის იმპორტირებული საქონლის ღირებულებაში. შემოწმების პროცეში გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ვერ დადასტურდა გადარიცხული თანხების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.

ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ გადარიცხვებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტური დადასტურება და ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.

ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები 36 142 ლარი ოდენობით ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით, რომელიც ბუღალტრულ პროგრამაში გატარებულია, როგორც სალაროში თანხის შემოტანა. აღნიშნული გადარიცხვებთან მიმართებით, საწარმოს მხრიდან ვერ მოხდა გადარიცხვის დოკუმენტურად დადასტურება და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა, ასევე ვერ მოხდა თანხის მიმღები ფიზიკური პირებისთვის ჩარიცხული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „-------ზე“ გაყიდული აქვს ჯამურად 171 964 ლარის ღირებულების ბენზინი, მეორადი ზეთი, ტუმბო და ბიტუმი. ბანკით ჩარიცხული თანხა შეადგენს 303 514.78 ლარს, მათ შორის მომავალში მისაწოდებელი პროდუქციის ავანსია 114 000 ლარი. გადამხდელის მიერ მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ შპს „--------ს“ ნაღდი ფულის სახით საწარმოდან უკან აქვს გატანილი 43 500 ლარი, თუმცა მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ამასთანავე, კომპანიის მიერ ნაღდი ფულის საწარმოდან გატანის ფაქტის დოკუმენტური დადასტურება ვერ მოხდა შემოწმების პროცესში. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მხრიდან სალაროდან ჩამოწერილი თანხა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ, მე-3 და მე-5 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის 2024 წლის 22 იანვრის №748 ბრძანებით საწარმოში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციით, საწარმოში დაფიქსირდა დიზელი 8 483 ლიტრი, ბენზინი რეგულარი 4 904 ლიტრი და ბენზინი პრემიუმი 447.5 ლიტრის ოდენობით, მაშინ როდესაც აღნიშნული თარიღისთვის ბენზინი რეგულარის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 83 374.3 ლიტრს, ხოლო ბენზინი პრემიუმის ბუღალტრული ნაშთი კი 10 483 ლიტრს. დიზელის ნაწილში არსებითი სხვაობა ინვენტარიზაციით დადგენილ შედეგსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის არ გამოვლინდა. ამასთანავე, გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავებით, მათ შორის ბუღალტრული პროგრამით, ფიქსირდება 143 135 ლარი ღირებულების მეორადი ზეთის ნაშთი 246 822 ლიტრი ოდენობით, ასევე ფიქსირდება 1 204 339 ლარი ღირებულების საწვავის უნივერსალური დანამატის/მისართის ნაშთი 1 234 001.5 ლიტრი ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად მისართისა და მეორადი ზეთების ფაქტობრივი ნაშთი არ დაფიქსირებულა. აღმოჩენილი იქნა 347.6 მ3 სათბობი საწვავის ნაშთი, თუმცა აღნიშნული მასალის წარმოების ფაქტი შემოწმებით ვერ დადასტურდა. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ და ბუღალტრულ ნაშთს შორის საწვავის სხვაობა ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით.

რაც შეეხება მისართებისა და მეორადი ზეთის ბუღალტრულ ნაშთს, აღნიშნული ასევე ჩაითვალა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა აღნიშნული მასალების თვითღირებულებაზე გადამხდელის მიერ ბუღალტრული პროგრამით განსაზღვრული და დეკლარირებული მისართების საცალო ფასნამატის (26%) გავრცელებით (აღსანიშნავია, რომ საწარმოში ფიქსირდება მისართების დოკუმენტური რეალიზაცია მხოლოდ ურთიერთდამოკიდებულ პირებზე).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებამ მისართების, მეორადი ზეთისა და საწვავის ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზაციით მიღებული დამატებითი შემოსავალი გაანაწილა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად, ხოლო დამატებით გამოვლენილი შემოსავლები, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის სხვაობის (საწვავი/მისართები) რეალიზებულად განხილვას და ფასნამატის გამოყენებას. აცხადებს, რომ დეკლარაციებით და საბუღალტრო პროგრამით არ დასტურდება მისართების ამ ოდენობით ფასნამატით რეალიზაცია და მისი ფასნამატი მერყეობს 1%-მდე საქართველოში. რაც შეეხება ბენზინს, მისი დოკუმენტურად და ბუღალტრული პროგრამით დაფიქსირებული ფასნამატი შეადგენს 13%-ს.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ ინვენტარიზაციის შედეგად მისართისა და მეორადი ზეთების ფაქტობრივი ნაშთი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ბუღალტრულ ნაშთად არსებული საქონელი ჩაითვალა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა აღნიშნული მასალების თვითღირებულებაზე გადამხდელის მიერ ბუღალტრული პროგრამით განსაზღვრული და დეკლარირებული მისართების საცალო ფასნამატის (26%) გავრცელებით. ხოლო, დანარჩენ საწვავზე (ბენზინი რეგულარი, ბენზინი პრემიუმი) ინვენტარიზაციით დადგენილ და ბუღალტრულ ნაშთს შორის სხვაობა ჩათვლილი იქნა რეალიზებულად, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით, რომელიც შემოწმებით გადანაწილდა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ბუღალტრულ ნაშთად არსებული მისართისა და მეორადი ზეთების საწარმოს ფასნამატით რეალიზებულად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მართლზომიერია, ხოლო რაც შეეხება საწვავს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საწარმოში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია ჩატარებულია 2024 წელს, შესაბამისად ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენება სრულ შესამოწმებელ პერიოდზე არამართლზომიერია და აღნიშნულის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე/მომიჯნავე საანგარიშო პერიოდზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 26 სექტემბერს გადამხდელს იმპორტით აქვს შეძენილი 18 162 ლარი ღირებულების ავეჯი. საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ დამოწმებული ურთიერთშედარების აქტისა და გადახდის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტაციის წარდგენა. ამასთანავე, არ ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ საბაჟოზე თანხის გატანის ფაქტი (არ განხორციელებულა თანხის დეკლარირება). აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ შემოწმებით საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25%-ის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მომჩივნის პოზიციის დამადასტურებელი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებული მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შპს „-------ზე“ გაყიდული აქვს ჯამურად 171 964 ლარი ღირებულების ბენზინი, მეორადი ზეთი, ტუმბო და ბიტუმი. ბანკით ჩარიცხული თანხა შეადგენს 303 514.78 ლარს, მათ შორის მომავალში მისაწოდებელი პროდუქციის ავანსია 114 000 ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის მიწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ შპს „-------ს“ ნაღდი ფულის სახით საწარმოდან უკან აქვს გატანილი 43 500 ლარი, თუმცა მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების მიერ სალაროდან ჩამოწერილი თანხა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას და აცხადებს, რომ შპს „------ის“ მიმართ თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით, რასთან დაკავშირებითაც უახლოეს პერიოდში წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსით გათვალისწინებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრებში წარმოდგენილ პოზიციაზე, რომ 206 580 ლარის შემოსავლიდან კომპანიის მიერ 110 000 ლარი დაბეგრილია დირექტორზე გაცემული ხელფასის სახით 20%-ით, ხოლო დარჩენილი თანხით დაფარულია კრედიტორული დავალიანებები შპს „-----“-ის (41 105 ლარი) და შპს „-----ის“ (29 000 ლარი) მიმართ, ხოლო 55 000 ლარი, როგორც საწესდებო კაპიტალის სახით შემოტანილი თანხა, დაბრუნებულია შპს „------“-ის მიერ.

შემოსავლების სამსახური ასევე ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ გადამხდელს 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის იანვრის თვეებში აღიარებული აქვს საწვავის, კერძოდ, ბენზინი-რეგულარის დანაკლისი ჯამურად 206 579 ლარი დღგ-ის გარეშე საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი თვეების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, თუმცა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. ამასთან, აღნიშნულთან დაკავშირებით, გადამხდელს ბუღალტრულ პროგრამაში ამავე თარიღში უფიქსირდება თანხის მიღება, თუმცა შემოწმების პროცესში მისი იდენტიფიცირება შემოწმების მიერ ვერ განხორციელდა და არც გადამხდელის მხრიდან არ გამხდარა სადავო.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8-91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია, გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

ამავე კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დადგენილია, რომ საწარმოს ------სთვის (--) გადარიცხული აქვს თანხა ჯამურად 7 128 დოლარის ექვივალენტი ლარში (19 715 ლარი) 2022 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში გადაზიდვის მომსახურების საფასურის საფუძვლით. შემოწმების პროცეში გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შემოწმებისთვის წარდგენა და ვერ დადასტურდა გადარიცხული თანხების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. საწარმოს ასევე უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ გადარიცხვებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტური დადასტურება და ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილი საჩივრებით არ ეთანხმება საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას. აღნიშნავს, რომ საწარმოს გააჩნდა დავალიანება შპს „----“ -ის მიმართ, რომელსაც თავის მხრივ ჰქონდა დავალიანება კომპანია „------”-ის მიმართ, მხარეებს შორის გაფორმდა სამმხრივი შეთანხმება და კომპანიის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა შპს „-----“-ის დავალიანება, რითაც საწარმოს შეუმცირდა ვალდებულება შპს „------“-ის მიმართ. ამასთან, საჩივრებზე თანდართულია გარკვეული დოკუმენტაცია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---------------ის” (ს/ნ ----------------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივრებზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

7. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება:

1.ინვენტარიზაციისას გამოვლენილი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებს შორის სხვაობის (საწვავი/მისართები) რეალიზებულად განხილვას და ფასნამატის გამოყენებას.

2. მის მიერ გამოვლენილ დანაკლისზე მოგების გადასახადის დარიცხვას.

3. იმპორტირებული საქონლის საინვოისო ღირებულების 25%-ის ხელფასად განხილვას.

4. საწარმოს მიერ გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვას.

5. საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის №31165 და №4848 ბრძანებების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ თებერვლამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №27581 ბრძანება და №005-201 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 431 536 ლარი, მათ შორის გადასახადი 817 148 ლარი, ჯარიმა 409 224 ლარი და საურავი 205 164 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით :

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 8 255 368 ლარს. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორნიგის დეპარტამენტის №748 ბრძანებით საწარმოში ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. შედეგად, საწარმოში დაფიქსირდა დიზელი 8 483 ლიტრი, ბენზინი რეგულარი 4 904 ლიტრი და ბენზინი პრემიუმი 447.5 ლიტრის ოდენობით, მაშინ როდესაც აღნიშნული თარიღისთვის ბენზინი რეგულარის ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 83 374.3 ლიტრს, ხოლო ბენზინი პრემიუმის ბუღალტრული ნაშთი 10 483 ლიტრს. დიზელის ნაწილში არსებითი სხვაობა ინვენტარიზაციით დადგენილ შედეგსა და ბუღალტრულ ნაშთს შორის არ გამოვლინდა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ მოწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის დამუშავებით, მათ შორის ბუღალტრული პროგრამით, ფიქსირდება 143 135 ლარი ღირებულების მეორადი ზეთის ნაშთი 246 822 ლიტრი ოდენობით , ასევე ფიქსირდება 1 204 339 ლარი ღირებულების საწვავის უნივერსალური დანამატის/მისართის ნაშთი 1 234 001.5 ლიტრი ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ინვენტარიზაციის შედეგად მისართისა და მეორადი ზეთების ფაქტობრივი ნაშთი არ დაფიქსირებულა. აღმოჩენილი იქნა 347.6 მ3 სათბობი საწვავის ნაშთი, თუმცა აღნიშნული მასალის წარმოების ფაქტი შემოწმებით ვერ დადასტურდა. შედეგად, ინვენტარიზაციით დადგენილ და ბუღალტრულ ნაშთს შორის საწვავის სხვაობა ჩათვლილი იქნა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილ საწვავის შესაბამისი სახეობის სარეალიზაციო ფასის გამოყენებით. რაც შეეხება მისართებისა და მეორადი ზეთის ბუღალტრულ ნაშთს, აღნიშნული ასევე ჩაითვალა რეალიზებულად და შემოსავალი გაანგარიშებული იქნა აღნიშნული მასალების თვითღირებულებაზე გადამხდელის მიერ ბუღალტრული პროგრამით განსაზღვრული და დეკლარირებული მისართების საცალო ფასნამატის (26%) გავრცელებით.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 159-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებამ მისართების, მეორადი ზეთისა და საწვავის ბუღალტრულ და ინვენტარიზაციით დადგენილ ნაშთებს შორის სხვაობის რეალიზაციით მიღებული დამატებითი შემოსავალი გაანაწილა შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთანავე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154- ე მუხლების შესაბამისად, დამატებით გამოვლენილი შემოსავლები დღგ-ის ჩათვლით, დამფუძნებლის წინაშე არსებული ვალდებულების თანხის გამოკლებით, განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელს 2023 წლის აპრილისა და 2024 წლის იანვრის თვეებში აღიარებული აქვს საწვავის, კერძოდ, ბენზინი-რეგულარის დანაკლისი ჯამურად 206 579 ლარი დღგ-ის გარეშე საბაზრო ღირებულებით. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია შესაბამისი თვეების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში, თუმცა არ არის დაბეგრილი მოგების გადასახადით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შემოწმებით საწარმოს მიერ აღიარებული დანაკლისის თანხა დაიბეგრა მოგების გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადამხდელს იმპორტით აქვს შეძენილი 18 162 ლარი ღირებულების ავეჯი. საწარმოს მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ იმპორტირებული საქონლის ღირებულების გადახდა ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების პროცესში გადამხდელის მხრიდან არ მომხდარა სათანადოდ დამოწმებული ურთიერთშედარების აქტისა და გადახდის დამადასტურებელი სხვა სახის დოკუმენტაციის წარმოდგენა. ამასთანავე, არ ფიქსირდება კომპანიის წარმომადგენლის მიერ საბაჟოზე თანხის გატანის ფაქტი . აღნიშნულიდან გამომდინარე, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში (ნაწილი I) ცვლილების შეტანის შესახებ” შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 29 ოქტომბრის №23106 ბრძანების საფუძველზე გამოცემული მეთოდური მითითებისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, საქონლის შესყიდვის (საინვოისო) ღირებულების 25% განხილულ იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და ამავე კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის ბუღალტრული პროგრამისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს საქონლის მომწოდებლისთვის გადარიცხული აქვს თანხა ჯამურად 7 128 დოლარის ეკვივალენტი ლარში (19 715 ლარი) 2022 წლის სექტემბრისა და ნოემბრის თვეებში გადაზიდვის მომსახურების საფასურის საფუძვლით. აღსანიშნავია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს ერთჯერადად 2022 წლის 26 სექტემბერს უფიქსირდება იმპორტით 18 162 ლარი ღირებულების ავეჯის შემოტანა CPT პირობით, რაც იმას გულისხმობს, რომ ტრანსპორტირების ფასი შედის იმპორტირებული საქონლის ღირებულებაში. შემოწმების პროცეში გადამხდელის მხრიდან ვერ მოხდა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა და ვერ დადასტურდა გადარიცხული თანხების საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი.ამასთანავე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით. ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნულ გადარიცხვებზე არ არის წარმოდგენილი ხარჯის დოკუმენტური დადასტურება და ვერ დგინდება ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირი. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება საბანკო გადარიცხვები 36 142 ლარი ოდენობით ფიზიკური პირებისთვის საქონლის შეძენისა და მომსახურების ღირებულების საფუძვლით, რომელიც ბუღალტრულ პროგრამაში გატარებულია, როგორც სალაროში თანხის შემოტანა. აღნიშნული გადარიცხვებთან მიმართებით, საწარმოს მხრიდან ვერ მოხდა გადარიცხვის დოკუმენტურად დადასტურება და ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირის დადგენა, ასევე ვერ მოხდა თანხის მიმღები ფიზიკური პირებისთვის ჩარიცხული თანხის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემოწმებით განხორციელდა დოკუმენტურად დაუდასტურებელი, ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელი ხარჯების მოგების გადასახადით დაბეგვრა. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

5. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს გაყიდული აქვს ჯამურად 171 964 ლარის ღირებულების ბენზინი, მეორადი ზეთი, ტუმბო და ბიტუმი. ბანკით ჩარიცხული თანხა შეადგენს 303 514.78 ლარს, მათ შორის მომავალში მისაწოდებელი პროდუქციის ავანსია 114 000 ლარი. გადამხდელის მიერ მოწოდებულ ბუღალტრულ პროგრამაში ფიქსირდება, რომ საქონლის შემძენ კომპანიას ნაღდი ფულის სახით საწარმოდან უკან აქვს გატანილი 43 500 ლარი, თუმცა მესამე მხარიდან გამოთხოვილი ინფორმაციით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ამასთანავე, კომპანიის მიერ ნაღდი ფულის საწარმოდან გატანის ფაქტის დოკუმენტური დადასტურება ვერ მოხდა შემოწმების პროცესში. აქედან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმების მხრიდან სალაროდან ჩამოწერილი თანხა განხილული იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. პირს, ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით საწვავის რეალიზებულად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს 2021-2022 წლების საანგარიშო პერიოდის შემოსავალი განსაზღვროს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის აუდირებული ფანსამატის გამოყენებით და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ამასთან, მე-2, მე-4 და მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, დადგენილ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

ხოლო,მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“.9 „ბ“); 982(1 „ა“; 983(2); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“; 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);