მიმდინარე საბანკო ანგარიშზე დარიცხული პროცენტი N 2418

2418 მიმდინარე საბანკო ანგარიშზე დარიცხული პროცენტი 24.08.2012
№ დოკუმენტი 2418
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

მიმდინარე საბანკო ანგარიშზე დარიცხული პროცენტი N 2418

ფაქტობრივი გარემოებები

•სახელშეკრულებო პირობების საფუძველზე პირის მიმდინარე (საბანკო) ანგარიშზე არსებულ თანხაზე საბანკო დაწესებულება ახდენს სარგებლის დარიცხვას

•ბანკმა დარიცხული სარგებელი ჩათვალა პროცენტის სახით განაცემად და სსკ-ის 131-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად არ დაბეგრა გადახდის წყაროსთან

შეფასება

•სსკ-ის მე-8 მუხლის მე -19 ნაწილის შესაბამისად პროცენტს წარმოადგენს ფულად დაბანდებებთან ან სავალო ვალდებულებებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან (იპოთეკური უზრუნველყოფის არსებობისა და მისი გაფორმების მეთოდის მიუხედავად) მიღებული ნებისმიერი წინასწარ განცხადებული (დადგენილი) შემოსავალი (მათ შორის, დისკონტის სახით მიღებული)

•იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს მიმდინარე ანგარიშზე დარიცხული სარგებელი თავისი შინაარსით წარმოადგენს ფულადი სახსრების სარგებლობისათვის განაცემს, სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე იგი განხილულ უნდა იქნეს პროცენტის სახით განაცემად

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი ვალდებულებების დაკისრება არ ხდება