ბრძანება N 24408

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.10.2023
№ დოკუმენტი 24408
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 24408

04 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 7 სექტემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №99) განიხილა ------- (პ/ნ -------) №151912/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს 2023 წლის 3 ივლისის № ------- ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება და ასაჩივრებს ექსპერტის მიერ განსაზღვრულ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებას (3483,94 ევრო) და განმარტავს, რომ მის მიერ შეძენილი საქონლის საერთო ღირებულება არის 250 ევრო. ასევე მიუთითებს, რომ აქვს მათი ელექტრონულად შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე ხერხის პირების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მიხედვით საქონლის ღირებულება განსხვავდება ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულებისგან.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 28 ივნისს საფოსტო გადამზიდავის – შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ განხორციელდა ------- (პ/ნ -------) კუთვნილი №------- საფოსტო გზავნილის დეკლარირება დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ში (დანართი №8VIII-01). აღნიშნულ საფოსტო გზავნილს არ ახლდა ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ------- (პ/ნ -------) 2023 წლის 3 ივლისის №------- განცხადებით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის 2023 წლის 3 ივლისის №------- დასკვნის მიხედვით, №------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელ. ხერხის პირი – 51 ცალი; საჭრელი პირი – 1 ცალი) საბაჟო ღირებულებად განისაზღვრა 3483.94 ევრო. ექსპერტიზის მიერ განსაზღვრული ღირებულების 04 ოქტომბერი 2023 N 24408 გათვალისწინებით საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი დაექვემდებარა საბაჟო გაფორმების ფორმალობებს.

მოჩივნის განცხადებაზე, რომ მას გააჩნია საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შესყიდვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება განსხვავდება ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულებისგან, საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენიული ინფორმაციის მიხედვით, ------- მითითებული დოკუმენტი საბაჟო ორგანოსთვის არ წარუდგენია.

№------- საფოსტო გზავნილზე არ არის დარეგისტრირებული საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4 და იგი განთავსებულია საბაჟო კონტოლის ზონაში.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-5 მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანო ახორციელებს საბაჟო ზედამხედველობას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო ფორმალობებს.

ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით, საბაჟო კონტროლი გულისხმობს საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ცალკეულ ქმედებებს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო დეკლარაციის, დროებით შენახვის დეკლარაციის, საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის, საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის, რეექსპორტის დეკლარაციის ან რეექსპორტის შეტყობინების წარდგენა, აგრეთვე ავტორიზაციის ან საბაჟო ორგანოს სხვა გადაწყვეტილების მისაღებად განაცხადის წარდგენა წარმოშობს აღნიშნული პირის ვალდებულებას:

ა) დეკლარაციაში, შეტყობინებაში ან განაცხადში ინფორმაცია ასახოს სწორად და სრულად;

ბ) უზრუნველყოს, რომ დეკლარაციისთვის, შეტყობინებისთვის ან განაცხადისთვის დართული დოკუმენტი იყოს ნამდვილი, სწორი და ძალაში მყოფი;

გ) შეასრულოს საქონლის საბაჟო პროცედურაში მოქცევასთან ან ნებადართული საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მოთხოვნები.

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, რომ საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საბაჟო ორგანო.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის საბაჟო პროცედურაში ან რეექსპორტში დეკლარირებისა და გაფორმების შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №8) მე-6 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ პირის მიერ საბაჟო პროცედურის/რეექსპორტის განსაზღვრისას წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი №8-II-01-ის შესაბამისად.

ამავე დანართის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია. მე-6 პუნქტის მიხედვით კი, იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდავი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ის შევსებისას გადამზიდავი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს ადრე განსაზღვრულ საქონლის საბაჟო ღირებულებას. მე-4 ნაწილის მიხედვით კი, საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასი შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომლებიც საინფორმაციო ხასიათისაა და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

დადგენილია, რომ ------- (პ/ნ -------) №------- საფოსტო გზავნილს არ ახლდა ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ------- მოითხოვა (განცხადება №------- 03.07.2023) ექსპერტიზის ჩატარება. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტის მიერ საბაჟო ღირებულება განისაზღვრა საქართველოს საბაჟო კოდექსის თავი VI საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისად, კერძოდ კოდექსის 43-ე მუხლის - სარეზერვო მეთოდის მიხედვით. ღორებულების განსაზღვრისას გამოყენებული იქნა საქონლის საბაჟო ღირებულებათა მონაცემთა ბაზა, პრაქტიკის განზოგადებისა და ინფორმაციის ღია წყაროებზე განთავსებული მონაცემების ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები. შესაბამისად, ექსპერტიზის 2023 წლის 3 ივლისის №------- დასკვნის მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღორებულებამ (წარდგენილი საქონელი: ელ. ხერხის პირი – 51 ცალი; საჭრელი პირი – 1 ცალი) შეადგინა 3483,94 ევრო.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტზე, რომ მას გააჩნია საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შესყიდვის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც საქონლის ღირებულება განსხვავდება ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული ღირებულებისგან, თუმცა მითითებული დოკუმენტი მომჩივანს არც საბაჟო ორგანოსთვის და დავის განმხილველი ორგანოსთვის არ წარმოუდგენია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამასთან, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს ადმინისტრაციულ ორგანოსთან ადმინისტრაციული წარმოებისას.

ამავე საკანონმდებლო აქტის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-4 მუხლის მე-16 ნაწილით დადგენილია, რომ შესაბამისობის შემფასებელი პირი არის პირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს შესაბამისობის შეფასებას. რეგულირებულ სფეროში შესაბამისობის შეფასებას ახორციელებს აკრედიტებული ან კანონით პირდაპირ განსაზღვრული სხვა პირი.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განმარტებულია, რომ აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისთვის.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლით განმარტებულია, რომ აკრედიტაცია არის ოფიციალური საექსპერტო შეფასება, რომლის საფუძველზედაც საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო − აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომ − აკრედიტაციის ცენტრი) აკრედიტაციის მოწმობის გაცემით ოფიციალურად აღიარებს შესაბამისობის შემფასებელი პირის კომპეტენტურობას შესაბამისობის შეფასების სფეროში განსაზღვრული (სპეციფიკური) საქმიანობის განხორციელებისთვის.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალკენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს №------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელ. ხერხის პირი – 51 ცალი; საჭრელი პირი – 1 ცალი) ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კომპეტენტურ (აკრედიტებულ) პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ან ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის გაფორმებისას იხელმძღვანელოს საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისი მონაცემით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. ------- (პ/ნ 6-------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალკენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს №------- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელ. ხერხის პირი – 51 ცალი; საჭრელი პირი – 1 ცალი) ნასყიდობის დოკუმენტი ან კომპეტენტურ (აკრედიტებულ) პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

3. ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შემთხვევაში, დაევალოს საბაჟო დეპარტამენტს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის დოკუმენტი ან ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის გაფორმებისას იხელმძღვანელოს საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისი მონაცემით;

4. საჩივარი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

საჩივრის ავტორი არ ეთანხმება ექსპერტის მიერ განსაზღვრულ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ღირებულებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ საფოსტო გადამზიდავის მიერ განხორციელდა მოქალაქის კუთვნილი საფოსტო გზავნილის დეკლარირება დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა №1-ში. აღნიშნულ საფოსტო გზავნილს არ ახლდა ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი და ღირებულების განსაზღვრის მიზნით, ფიზიკურმა პირმა განცხადებით მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება.

საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის დაექვემდებარა საბაჟო გაფორმების ფორმალობებს.

 

გადაწყვეტილება

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 10 კალკენდარული დღის ვადაში საბაჟო დეპარტამენტს წარუდგინოს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან კომპეტენტურ (აკრედიტებულ) პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. საბაჟო დეპარტამენტს კი დაევალოს შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი შეისწავლოს მომჩივნის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ან ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, საქონლის გაფორმებისას იხელმძღვანელოს საქონლის საბაჟო ღირებულების შესაბამისი მონაცემით. დანარჩენ ნაწილში საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 13; 37(2); 43(3);