N 3001-XIმს-Xმპ - 31/05/2023 - საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 31.05.2023
№ დოკუმენტი 3001-XIმს-Xმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69)

110-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევისა და სერიოზული ინციდენტის სამსახურებრივ მოკვლევას მათთან დაკავშირებით მიმდინარე სასამართლო და ადმინისტრაციული წარმოებებისგან დამოუკიდებლად და მათთვის ხელის შეშლის გარეშე ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო (შემდგომ – მოკვლევის ბიურო).“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი

სალომე ზურაბიშვილი

თბილისი,31 მაისი 2023 წ.

N3001-XIმს-Xმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე