N 599 - 28/10/2014 - „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №599
2014 წლის 28 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 ივნისის №236 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/06/2011, 010220020.10.003.016396) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებული საგადასახადო და სასესხო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
#assignedTableId-1704868766584 {width:6.75in;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }კომისიის თავმჯდომარე
–
საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
კომისიის წევრი
–
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
კომისიის წევრი
–
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი;
კომისიის წევრი
–
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი;
კომისიის წევრი
–
საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
კომისიის წევრი
–
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე;
კომისიის წევრი
–
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;
კომისიის წევრი
–
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
კომისიის წევრი
–
სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი;
კომისიის წევრი
–
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსი;
კომისიის წევრი
კომისიის წევრი
–
–
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე;
სსიპ – კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე;
კომისიის წევრი
–
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე;
კომისიის წევრი
–
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე