N 160/254 - 11/05/2017 - „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №160/№254
2017 წლის 11 მაისი
ქ. თბილისი
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელ პირთა მიერ სანებართვო პირობების შესრულების შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 14 დეკემბრის №611-№1013 ერთობლივ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 111215011, 20/12/2011, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.22.033.016281) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მ) ორგანიზატორს გააჩნია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მიერ შედგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელი აქტები;“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ნებართვის მფლობელს გააჩნია თუ არა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) მიერ შედგენილი ვიდეომეთვალყურეობის სისტემების დამონტაჟების დამადასტურებელი აქტი;“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი
გიორგი თაბუაშვილი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
გიორგი მღებრიშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე