N 6343-IIს - 12/06/2020 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 12.06.2020
№ დოკუმენტი 6343-IIს
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის:

ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ახორციელებს ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდებას;“;

ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირი აქციზის გადამხდელად ითვლება მხოლოდ აღნიშნულ ოპერაციებზე.“.

2. 184-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ბუნებრივი აირის (აირისებრ მდგომარეობაში) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის მიწოდების მომენტი;“.

ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. 185-ე მუხლის პირველი ნაწილის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ბუნებრივი აირისათვის (აირისებრ მდგომარეობაში) – აირის მოცულობით;“;

ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:

„ვ1) ბუნებრივი აირის კონდენსატისათვის ან/და გათხევადებული ბუნებრივი აირისათვის – წონით;“.

4. 188-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილის ცხრილის მე-5 გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„#assignedTableId-1675143313896 {width: 495pt; margin-left: 6.65pt; margin: 0 auto !important; }

 

5

ნავთობპროდუქტების აირებიდა ბუნებრივი აირი

(გარდა მილსადენით გადაადგილებულისა)

 

2709 00 10000

– აირის კონდენსატიბუნებრივი

1 ტ

300

 

2711 11 00000

– – ბუნებრივიაირი(გათხევადებული)

1 ტ

300

 

2711 12

– – პროპანი

1 ტ

300

 

2711 13

– – ბუტანები

1 ტ

300

 

2711 14 00000

– – ეთილენი,პროპილენი, ბუტილენი და ბუტადიენი

1 ტ

300

 

2711 19 00000

– – დანარჩენი

1 ტ

300

 

2711 21 00000

– – ბუნებრივი აირი(აირისებრ მდგომარეობაში)

1000 მ3

200

 

2901 10 000 00

– გაჯერებულები

1 ტ

300

 

2901 23

– – ბუტენი (ბუტილენი)დამისიიზომერები:

1 ტ

300

 

"

ბ) მე-8 ნაწილი ამოღებულ იქნეს.

5. 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ამ კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

 

თბილისი,12 ივნისი 2020 წ.

N6343-IIს