ბრძანება N 23322

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 01.11.2024
№ დოკუმენტი 23322
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23322

01 ნოემბერი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „--------ის“ (ს/ნ ---------)

(მის.: ---------------------------)

2024 წლის 8 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №112) განიხილა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) 2024 წლის 8 ოქტომბრის №92263/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის №041-47 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. აცხადებს, რომ არ არსებობდა მისი გამოყენების სამართლებრივი საფუძველი. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ შემოწმება მაინც გამოიყენებდა არაპირდაპირ მეთოდს, კომპანიის შემოსავალი უნდა დაყოფილიყო საცალო და საბითუმო რეალიზაციად, რა შემთხვევაშიც გადამხდელი წარმოადგენდა ფასნამატის გაანგარიშებას ცალ-ცალკე რეალიზაციის ნაწილში.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ 2021 წლიდან კომპანია სხვადასხვა დასახელების საქონელს ყიდულობს ------ში. კომპანიის ძირითად მომწოდებელს წარმოადგენს ---------LTD -----ი (1 1 786 509 ლარის იმპორტი) , რომელთანაც გადარიცხული ავანსის თანხაა 554 539 ლარი და ------------ LTD -------ი (493 833 ლარის იმპორტი), რომელთანაც გადარიცხული ავანსის თანხაა 76 810 ლარი. მიუთითებს, რომ საწარმოს აღნიშნულ თანხებთან დაკავშირებით გააჩნია შედარების აქტები. ასევე, შეუძლია წარმოადგინოს ელექტრონული წერილი კომპანიებიდან იმის თაობაზე, რომ მიმდინარეობს საქონლის შეგროვება და უახლოეს პერიოდში მოხდება გადარიცხული ავანსის თანხების ღირებულების საქონლის მოწოდება. დამატებით განმარტავს, რომ საწარმო იმპორტის დროს მიიღებს დღგ-ის ჩათვლას, თუმცა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული ჯარიმა წარმოადგენს დიდ საგადასახადო ტვირთს, რაც მიაჩნია უსამართლოდ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 16 აპრილის №8746 და პირველი მაისის №10308 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 6 იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 16 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 12 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 17 სექტემბრის №20396 ბრძანება და ამავე თარიღის №041–47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 554 190 ლარი, მათ შორის გადასახადი 305 977 ლარი, ჯარიმა 149 460 ლარი და საურავი 98 753 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:

1. შპს „--------ს“ (ს/ნ ---------) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 16 თებერვლიდან. საწარმოს საქმიანობაა სამეურნეო საქონლით ვაჭრობა -----ს ბაზრობის ტერიტორიაზე. გადამხდელს უფიქსირდება, როგორც ადგილობრივი შეძენები, ისე იმპორტი -----დან და ------დან. 2024 წლის 16 აპრილს გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დოკუმენტური ფასნამატის დადგენის მიზნით, გადამხდელის მიერ განხორციელდა დოკუმენტური რეალიზაციებისა და შეძენების დაკავშირება. შედეგად, სმფ-ების 7 ჯგუფზე დადგინდა დოკუმენტური ფასნამატები, რომლითაც განისაზღვრა დოკუმენტურად რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. კერძოდ, თითოეული საქონლის ღირებულება დაუკავშირდა იმავე საქონლის დოკუმენტურ სარეალიზაციო ფასს (საშუალო შეწონილს) და თითოეული საქონლის ჯგუფის მიხედვით გაანგარიშდა ფასნამატი. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგინდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა გადამხდელის მიერ გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატი. დაანგარიშდა რეალიზებული საქონლიდან მისაღები შემოსავლები. დასაბეგრი შემოსავალი კი შესამოწმებელ პერიოდში გადანაწილდა დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებამ შეისწავლა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციები, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი აქვს სულ 631 350 ლარი, მ.შ. „----------LTD“-სთვის 554 539 ლარი და „-------------LTD“-სთვის 76 810 ლარი. შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და არარეზიდენტ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო ოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით, დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით - სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ - დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა ბუღალტრული პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. 2024 წლის 16 აპრილს გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ვინაიდან გადასახადის გადამხდელის ბუღალტრული პროგრამით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით მართლზომიერია. ამასთან, საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე გადამხდელის მიერ გაანგარიშებული დოკუმენტური ფასნამატის გავრცელება, რამაც გამოიწვია რეალიზებული პროდუქტის და დამატებითი შემოსავლის განსაზღვრა, შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ასევე, დამატებით დადგენილი დასაბეგრი შემოსავლის შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვის პროპორციულად გადანაწილება მართლზომიერია.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება კომერციული ბანკის, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 2 2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციების, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისების, საბანკო ანგარიშების ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის შესწავლის შედეგად, შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადასახადის გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი ჰქონდა სულ 631 350 ლარი, მ.შ. „--------------------LTD“-სთვის 554 539 ლარი და „LTD“-სთვის 76 810 ლარი. შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი სათანადო არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხები, წარმოადგენს არარეზიდენტ მომწოდებლებზე გაცემულ უპროცენტო სესხს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის მოგების გადასახადით დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „--------ის“ (ს/ნ ---------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება:

1.საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრას არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით.

2.არარეზიდენტ მომწოდებლებზე ავანსად გადახდილი თანხების უპროცენტო სესხად განხილვას და აღნიშნულის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №8746 და №10308 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის 6 იანვრიდან 2024 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სმფების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის 2024 წლის 16 აპრილის ჩათვლით პერიოდი. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა №20396 ბრძანება და №041–47 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 554 190 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელთან ჩატარდა სმფ-ის ინვენტარიზაცია. ფაქტობრივმა ნაშთმა საბაზრო ღირებულებით შეადგინა 931 411 ლარი, ხოლო თვითღირებულებამ 762 121 ლარი. ინვენტარიზაციის საშუალო ფასნამატმა შეადგინა 22%. გადამხდელმა შემოწმების პროცესში წარმოადგინა პროგრამა ორისი, რომელიც არ იძლეოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენის შესაძლებლობას. კერძოდ, პროგრამაში არ იყო შეყვანილი საქონლის დასახელებები და რაოდენობები. დაფიქსირებული იყო მხოლოდ შეძენისა და რეალიზაციის თანხები. ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე, 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე, გადამხდელს დაერიცხა დღგ. ასევე, გადამხდელს დაერიცხა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

2. შემოწმებამ შეისწავლა შესამოწმებელი საანგარიშო პერიოდის საბაჟო დეკლარაციები, არარეზიდენტი მომწოდებლისგან საქონლის შეძენის ინვოისები, საბანკო ანგარიშების ამონაწერები და ბუღალტრული პროგრამა. შესამოწმებელ საანგარიშო პერიოდში გადამხდელს არარეზიდენტ მომწოდებელზე ზედმეტად გადახდილი აქვს სულ 631 350 ლარი, შემოწმების შემდგომ პერიოდში კომპანიას არ უფიქსირდება საქონლის შეძენა, ასევე, არ დასტურდება, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენს ავანსს. ასევე, არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილით და არარეზიდენტ მომწოდებლებზე ზედმეტად გადახდილი თანხები დაკვალიფიცირდა უპროცენტო სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო ოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ასევე, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით, დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ხოლო, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, გადამხდელის მიერ არარეზიდენტ მომწოდებლებზე გადახდილი თანხები, წარმოადგენს არარეზიდენტ მომწოდებლებზე გაცემულ უპროცენტო სესხს და მისი მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. ამასთან, სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან, წლიური საბაზრო პროცენტის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის მოგების გადასახადით დაბეგვრა კანონმდებლობის შესაბამისია, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“9 „ბ“); 982(3 „ზ“); 983(1); 158(1); 159(1 „ა“); 163(1.2); 164(1);