N 1684-Vმს-XIმპ - 10/06/2026 - „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 09.11.2009, მუხ. 200) მე-17 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 13 პუნქტი:
„13. თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს დაერთვის 1 საერთო განმარტებითი ბარათი, რომელშიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აისახება ინფორმაცია საკანონმდებლო პაკეტის შესახებ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,10 ივნისი 2026 წ.
N1684-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე