N 1829-Vმს-XIმპ - 25/06/2026 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურს – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,25 ივნისი 2026 წ.
N1829-Vმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე