ბრძანება N 2251
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 2251
11 თებერვალი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------“(ს/ნ ------)
(მის.:---------)
2024 წლის 16 სექტემბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 30 იანვრის სხდომაზე (ოქმი №8) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრის №24305/2/2024 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „--------“-ის (ს/ნ --------) 2024 წლის 16 სექტემბრის №91969/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 21 აგვისტოს ID: --------- შესაგებელთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. მიუთითებს, რომ ზედმეტობის წარმოშობის მიზეზს წარმოადგენს რუსეთის ფედერაციიდან ხორბლის ფქვილისა და ქატოს იმპორტისას შეცდომით გადახდილი თანხები. განმარტავს, რომ იმპორტის დღგ 2 205 ლარი შეცდომით ორჯერ იქნა გადახდილი, კერძოდ, პირველად გადახდისას საბანკო დაწესებულებამ არ მიუთითა საბაჟო დეკლარაციის ნომერი, რის გამოც თანხა ხელმეორედ გადაიხადა შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით და თავდაპირველად გადახდილი თანხა აღმოჩნდა ზედმეტობაში. აცხადებს, რომ ასევე შეცდომით გადაიხადა იმპორტის თანხა 1 466 ლარი, რადგან საქონლის იმპორტისას ერთ-ერთ საბაჟო დეკლარაციასთან დაკავშირებით იმპორტის გადასახადი არასწორად დაეკისრა, რომელიც კომპანიამ გადაიხადა 2023 წლის 15 ნოემბერს. განმარტავს, რომ საბაჟო ორგანომ აღნიშნული შეცდომა გამოასწორა საბაჟო დეკლარაციის კორექტირებით, ხოლო გადახდილი თანხა აისახა ზედმეტობაში. მიუთითებს, რომ აუდიტის დეპარტამენტის უარი ზედმეტობის დაბრუნების თაობაზე იმ მიზეზით, რომ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზით დგინდება შესაძლო საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის ალბათობა, საფუძველს მოკლებულია და განმარტავს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანო ეყრდნობა მხოლოდ ვარაუდს და არ გააჩნია შესაბამისი მტკიცებულებები. აცხადებს, რომ შეცდომა გამოწვეულია საბაჟოსა და საბანკო დაწესებულების მიერ, რაც არ წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „--------“-ის (ს/ნ ---------) 2024 წლის 2 აგვისტოს მოთხოვნის (ID: ---------) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. კერძოდ, გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი 4 425 ლარიდან 3 671 ლარის დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტების თანახმად, ზედმეტობა წარმოშობილია საქონლის იმპორტის ოპერციაზე შეცდომით ორჯერ დღგ-ის თანხის 2 205 ლარის გადახდის და ასევე, იმპორტის თანხის 1 466 ლარის შეცდომით გადახდის შედეგად.
გადასახადის გადამხდელის მოთხოვნაზე, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 13 მუხლის საფუძველზე, 2024 წლის 12 აგვისტოს განისაზღვრა ხარვეზი: (ID: ---------), კერძოდ, წარმოდგენას ექვემდებარება ინფორმაცია/დოკუმენტაცია გაცემულ ავანსებთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელს დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 5 სამუშაო დღე.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, გადასახადის გადამხდელმა ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით წარადგინა 2024 წლის 19 აგვისტოს (ID: --------) მოთხოვნა. აღნიშნული მოთხოვნა შესწავლილ იქნა აუდიტის დეპარტამენტის მიერ და „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის 135 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად 2024 წლის 21 აგვისტოს შედგა შესაგებელი (ID: -----------) და გადასახადის გადამხდელს ეთქვა უარი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული დაექვემდებარება დეკლარირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
ზემოაღნიშნული შესაგებელი გადასახადის გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23137 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2024 წლის 31 დეკემბრის №24305/2/2024 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 30 ოქტომბრის №23137 ბრძანება და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 31 დეკემბრის №24305/2/2024 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვა განხორციელდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხი.
საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო მიუთითებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები სადავოა, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის განხილვის პირველ ეტაპზე საჩივარი განხილულია მომჩივნის მონაწილეობის გარეშე, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას მომჩივნის მონაწილეობით, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.
ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.
3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.
4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.
5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.
ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ შეუსაბამობა გამოვლინდა ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საკითხის შესწავლისას ან/და სახეზეა გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის დაბეგვრაზე წარუდგენლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, დასარიცხად გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხა არ ამცირებს სალდირებული ზედმეტობის მაჩვენებელს „მოთხოვნაში“ მითითებული დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში, ან როდესაც სავარაუდოდ, გამოანგარიშებული გადასახადის/სანქციის თანხის დარიცხვის შედეგად გადამხდელს მაინც უფიქსირდება სალდირებული ზედმეტობა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, გადამხდელს მიეთითება ხსენებული შეუსაბამობების აღმოფხვრაზე და საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის მიერ სათანადო პროცედურები შესაძლო დასაბრუნებელი თანხის ფარგლებში განხორციელდება გადამხდელის მიერ აღნიშნული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემთხვევაში. ამასთან, შეუსაბამობის აღმოფხვრის შესახებ მითითებიდან მათ აღმოფხვრამდე ინტერვალში, ამ ინსტრუქციის 134 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება, საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებულ ვადაში შეუსაბამობების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში კი გადამხდელს გაეგზავნება შესაგებელი).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულ ინსტრუქციში საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2024 წლის 18 სექტემბრის N304 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება და აღნიშნულ ინსტრუქციას დაემატა VI1 თავის 134 მუხლის 12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება და გადასახადის გადამხდელს, მოთხოვნის შემთხვევაში, ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, უბრუნდება ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა, თუ მისი წარმოშობის საფუძველია, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევისას საბაჟო დეკლარაციით დარიცხული იმპორტის გადასახდელის თანხის ბიუჯეტში რამდენჯერმე გადახდა.
ამავე ინსტრუქციის 136 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ თავით გათვალისწინებული შესაგებლის გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნა, უფლებას არ ართმევს გადასახადის გადამხდელს/უფლებამოსილ პირს, საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს გადასახადის გადამხდელის ახალი მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტობის წარმოშობის მიზეზია შეცდომით ორჯერ გადახდილი იმპორტის თანხა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 134 მუხლის 12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---------“-ის (ს/ნ ---------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 134 მუხლის 12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი ითხოვს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას. ზედმეტობა წარმოშობილია საქონლის იმპორტის ოპერაციაზე შეცდომით ორჯერ დღგ-ის თანხის გადახდის და ასევე, იმპორტის თანხის შეცდომით გადახდის შედეგად. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის ანალიზის შედეგად, გამოვლინდა შესაძლო საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის (მიღებული დასაბეგრი შემოსავლის ნაწილში) ალბათობა. ასეთ შემთხვევაში, აღნიშნული დაექვემდებარება დეკლარირებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის დეპარტამენტმა გადაწყვიტა გადასახადის გადამხდელს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს აუდიტის დეპარტამენტს, ხოლო აუდიტის დეპარტამენტმა იხელმძღვანელოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 134 მუხლის 12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში განახორციელოს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:63(1)
ფინანსთა მინისტრის ს №916 ბრძანება