სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა N 2611

2611 სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა 04.07.2022
№ დოკუმენტი 2611
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისის დაბეგვრა N 2611

ფაქტობრივი გარემოებები

· შპს „X"-ს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად გამოუვლინდა სასაქონლომატერიალურ ფასეულობათა დანაკლისი, რომლის საბაზრო ღირებულება, დღგ-ის გარეშე შეადგენს 100 000 ლარს.

· გადასახადის გადამხდელს მოგების გადასახადში არ განუხორციელებია ინვენტარიზაციის შედეგებზე საგადასახადო ანგარიშგება.

შეფასება

· სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა. ამავე კოდექსის 983 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასაქონლომატერიალური ფასეულობის ან/და ძირითადი საშუალების დანაკლისი ითვლება მისი გამოვლენის მომენტში ამ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებად. ამასთან, სსკ-ის 97-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე*.

· ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შპს „X"-თან სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა დანაკლისის გამოვლენა წარმოადგენს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტს. შესაბამისად, პირი ვალდებული იყო, მოგების გადასახადით დაებეგრა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი 100 000 ლარის ოდენობით.

ღონისძიებები

· გადასახადის გადამხდელს დაერიცხება კუთვნილი მოგების გადასახადი და, დეკლარაციაში თანხის შემცირებისათვის, დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმით. ამასთან, პირი დაჯარიმდება სსკ-ის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმით.

სიტუაციური სახელმძღვანელო ეხება შემთხვევას, როდესაც შპს „X“ მოგების გადასახადით იბეგრება სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით;

* ძალაშია 2019 წლის 5 ივლისიდან.