ბრძანება N 14642

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.06.2023
№ დოკუმენტი 14642
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 14642

26.06.2023

შპს „---ს“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 20 იანვრი საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 25 მაისის სხდომაზე (ოქმი №57) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2023 წლის 20 იანვრის №78247/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №081-278 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებულ ბინებზე დღგ-ის დარიცხვას. მიუთითებს შემმოწმებლის მიერ დაშვებულ როგორც მექანიკურ შეცდომაზე, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნების გაუთვალისწინებლობაზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს მშენებლობა ექსპლუატაციაში მიღებული აქვს 2022 წლის ნოემბერში, შესაბამისად ყველა გადაცემული ბინები დეკლარირებულია ამავე პერიოდში.

3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება მიწის სანაცვლოს გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ბარტერული ოპერაცია დეკლარირებულია მის მიერ მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღით 2022 წლის ნოემბრის თვეში.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15434 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №32323 ბრძანება და ამავე თარიღის №081-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 704 461 ლარი, მათ შორის გადასახადი 402 064 ლარი, ჯარიმა 198 506 ლარი, საურავი 103 891 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1-2. შპს „---“ ახორციელებს სამშენებლო სამუშაოებს ქ. ---ის ქ. №---. აშენებულია ორი საცხოვრებელი კორპუსი, სადაც პირველ სართულზე განთავსებულია კომერციული ფართები. მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. შემოწმების განხორციელების პერიოდისთვის მიმდინარეობდა ეზოს და კორპუსის საერთო სარგებლობის ფართების ბოლო სამუშაოები. შემოწმებით ირკვევა, რომ გადამხდელი ბუღალტრულ აღრიცხვას სრულყოფილად არ აწარმოებს. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს საბანკო ამონაწერების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზით ირკვევა, რომ საწარმოს მიერ არასრულად/არასწორად ხდებოდა დამატებული ღირებულებით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება (მ/შ მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად. შემოწმების მიერ განისაზღვრა შპს „---ის“ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით. შემოწმების პროცესში ასევე დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 4 ერთეული საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ფიზიკურ პირებზე (3 ბინა 2021 წლის ოქტომბერში, 1 ბინა 2022 წლის იანვარში). მოცემული პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იქნა გადამხდელის სარეალიზაციო საშუალო ფასის გათვალისწინებით (350 აშშ დოლარი) როგორც დღგ-ის, ასევე მოგების გადასახადის მიზნებისთვის. შედეგად, შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე და 163-ე მუხლების შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ (როგორც რეალიზებული, ასევე უსასყიდლოდ გადაცემის შემთხვევაში) და ამავე კოდექსის 983 მუხლის შესაბამისად, მოგების გადასახადი უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ნაწილში. გადამხდელს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 19 მაისს განხორციელდა შპს „---ის“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, მდებარე ქ. --- ქ. №--- მისამართზე ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 1 აპრილისთვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 286 100 ლარს. საწარმოს დირექტორის 2022 წლის 3 აგვისტოს წერილის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა (აგროსილი 357 625 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, ხელფასად დაკვალიფიცირებულ თანხებთან მიმართებაში, შემოწმების მიერ განისაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 71 525 ლარი, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. 2018 წელს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა მათთვის საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების გადაცემა, რაც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (გარდა შეთანხმების შესაბამისად ერთი გადასაცემი ბინის). საწარმოს მიერ აღნიშნული ბარტერის ოპერაციების შესაბამისი დეკლარირება არ განხორციელებულა. შემოწმების მიერ განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების და ავტოსადგომების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის კომპანიის მიერ შესაბამისი პერიოდისთვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართების რაოდენობის (კვ.მ.) პროპორციულად მთლიან ფართთან მიმართებაში. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 164-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს მიწის მესაკუთრეებზე გადაცემული/გადასაცემი ფართების სრულად ასახვა დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. (მშენებლობის დასრულებისას გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მიწის მესაკუთრეებზე ბარტერის სახით 2018 წელს საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული გადაცემული ფართების დაბეგვრა გადამხდელის მიერ არ არის განხორციელებული (მათ შორის ხარჯის პროპორციულადაც). შესაბამისად, გადამხდელს ეძლევა რეკომენდაცია მშენებლობის დასრულებისას უზრუნველყოს აღნიშნული ფართებთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა)საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა)დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახამად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება, გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, საწარმოს საბანკო ამონაწერების და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების ანალიზით, საწარმოს მიერ არასრულად/არასწორად ხდებოდა დამატებული ღირებულებით დასაბეგრი ბრუნვების დეკლარირება (მ/შ მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად). შემოწმების მიერ განისაზღვრა შპს „---ის“ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციები მყიდველების მიერ გადახდილი თანხების (ავანსების) შესაბამისად შესამოწმებელი პერიოდის გათვალისწინებით, რის საფუძველზეც გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის ნაწილში.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, კერძოდ:

 საკადასტრო კოდით ---- რეგისტრირებული ბინა საკუთრებაში გადავიდა 2021 წლის 16 აგვისტოს, მაგრამ მყიდველს სრულად არ ქონდა გადახდილი თანხა, ამავე დროს წარდგენილ იქნა ორმხრივი შეთანხმება დავალიანების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან საკუთრება გადასული იყო მყიდველის სახელზე, აუდიტორმა ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ იხელმძღვანელა 2021 წლის შემდგომი რეგულაციით და საკუთრების გადაცემის მომენტში დაბეგრა სრულად ბინის ღირებულება. გადამხდელს მიაჩნია, რომ მექანიკურად გამორჩენილია ეს თანხა, რადგან მსგავსი ოპერაცია სხვა შემთხვევაში აუდიტორს არ აქვს დაბეგრილი.

 საკადასტრო კოდით --- რეგისტრირებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება საჯაროში დარეგისტრირებულია 25.08.2021 წელს, მყიდველის სახელზე ბინის დარეგისტრირებისას მყიდველს დარჩა საწარმოს მიმართ დავალიანება, რომელიც დღეის მდგომარეობით შეადგენს 9 025 დოლარს ექვივალენტ ლარში, მიუხედავად იმისა, რომ შენობა ფაქტობრივ ექსპლუატაციაში არ იყო საკუთრების გადაცემის მომენტში (25.08.2021 წელს) და არც შესამოწმებელ პერიოდის ბოლოს, შემოწმებამ ამ კონკრეტულ ბინაზე არ ისარგებლა 2021 წლის შემდგომი რეგულაციებით და დაბეგრა მისაღები თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების საანგარიშო პერიოდში. ამასთან, კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ყველა გაყიდული ბინა დაადეკლარირა აღნიშნული საგადასახადო პერიოდით (გარდა ავანსებისა).

 შემოწმების მიერ დაბეგრილია --- საკადასტრო კოდით არსებული ბინის ნაწილობრივი თანხა 3 383 ლარი (1 311 დოლარის ექვივალენტი), რამელიც საწარმოს დაბეგრილი აქვს 2018 წელს. გადამხდელი მიუთითებს მექანიკურ შეცდომაზე და განმარტავს, რომ მათ მიერ მიწოდებული იყო 2018 წლის დაბეგრილი თანხები, რომლებიც აუდიტორმა ნაწილობრივ გაითვალისწინა.

 საკადასტრო კოდით --- რეგისტრირებულ ბინაზე გაზრდილია დასაბეგრი ბაზა 8 903 ლარით, გადამხდელი მიუთითებს მექანიკურ შეცდომაზე და განმარტავს, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულია 2019 წლის 10 ოქტომბრის კურსი.

 2022 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში გაზრდილია დასაბეგრი ბრუნვა 34 007 ლარით. 2022 წლის 14 თებერვალს გაფორმებულია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებები, --- და --- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ბინებზე, რომელიც შემოწმების მიერ ჩაითვალა რეალიზაციად. მიუთითებს, რომ საწარმოს მიერ შესაბამისი თანხები დაბეგრილია შემდგომ პერიოდებში.

 2021 წლის 10 სექტემრებს საკუთრებაში გადაცემულ იქნა ბინა ს/კ ---, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მყიდველი ხელშეკრულების გაფორმების მომენტში იხდის 2 000 დოლარის ექვივალენტს ლარში, ხოლო დარჩენილ თანხას იხდის ბოლოში, როდესაც დასრულდება მშენებლობა. შემოწმებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არ იხელმძღვანელა 2021 წლის შემდგომი რეგულაციით და საკუთრების გადაცემის მომენტში დაბეგრა სრულად ბინის ღირებულება. მიუთითებს, რომ მყიდველმა 22 038 დოლარის ექვივალენტი გადაიხადა 2022 წლის ოქტომბერში, რაც კომპანიის მიერ დეკლარირებულია შესაბამის პერიოდში ავანსად. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკაშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის პერიოდში მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი, მე-7 და მე-8 ნაწილების თანახმად:

1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის:

ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრო განისაზღვრება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება დასაბეგრი პირის მიერ საქონლის უსასყიდლოდ მიწოდება, თუ მას ამ საქონელზე ან მასზე გაწეულ ხარჯზე დღგ სრულად ან ნაწილობრივ აქვს ჩათვლილი.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მარეგისტრირებელ ორგანოში მშენებარე ობიექტზე დარეგისტრირდა, ამ ნივთის მიწოდებასთან დაკავშირებით მისი მიმწოდებლის მიერ გაწეული სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად განიხილება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება:

ბ) გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში;

დ) ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

ამავე მუხლის 48-ე ნაწილის თანახმად, თუ უძრავი ნივთის შემძენზე საკუთრების უფლება მშენებარე ობიექტზე მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირდა 2021 წლამდე, ხოლო ამ ნივთზე უძრავი ნივთის მიმწოდებლის მიერ 2021 წელს ან შემდგომ პერიოდში დასრულდა სამშენებლო, სამონტაჟო ან/და სარემონტო მომსახურება, აღნიშნული მომსახურება განიხილება უძრავი ნივთის მიწოდების ნაწილად, ხოლო ამ ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში, თუ არ დადგა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უძრავი ნივთის მიწოდება დაბეგრილია დღგ-ით 2021 წლამდე პერიოდში, მისი ექსპლუატაციაში მიღება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხის კორექტირების გარემოებას და ექვემდებარება კორექტირებას შესაბამისი უძრავი ნივთის ექსპლუატაციაში მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში 4 ერთეული საცხოვრებელი ბინა უსასყიდლოდ აქვს გადაცემული ფიზიკურ პირებზე (3 ბინა 2021 წლის ოქტომბერში, 1 ბინა 2022 წლის იანვარში). მოცემული პერიოდისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, აღნიშნული ბინების საკუთრებაში გადაცემის რეგისტრაციის პერიოდის მიხედვით დასაბეგრ ბრუნვაში ასახული იქნა გადამხდელის სარეალიზაციო საშუალო ფასის გათვალისწინებით (350 აშშ დოლარი). შედეგად, უსასყიდლოდ გადაცემული ქონების ნაწილში გადამხდელს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება დღგ-ის და მოგების გადასახადის ნაწილში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შესამოწმებელ პერიოდში ფაქტობრივად კორპუსი დასრულებული არ იყო და მიმდინარეობდა მოსაპირკეთებელი, ავტოფარეხების მოწყობის, კიბის უჯრედების სამუშაოები, მინაპაკეტის ჩასმა, დაერთებული არ იყო გაზი, ელექტროენერგია, წყალი, შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში კორპუსი და გადასაცემი ფართები მზად არ იყო გამოყენებისათვის. ამასთან, ვალდებულებები, რაც მყიდველებისთვის/ფართის მიმღებისთვის ფართების გადაცემით უნდა შესრულებულიყო კორპუსის მშენებლობასთან და ფართის მოწყობასთან დაკავშირებით, მშენებელს შესრულებული არ ჰქონდა. გადამხდელი მიუთითებს, რომ კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ყველა გაყიდული ბინა, მათ შორის უსასყიდლოდ გადაცემული ბინები დაადეკლარირა აღნიშნული საგადასახადო პერიოდით (გარდა ავანსების).

 მიწის სანაცვლოდ გადაცემულ ქონებებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ 2018 წელს მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შეთანხმებების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელდა მათთვის საცხოვრებელი ბინების და ავტოსადგომების გადაცემა, რაც ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (გარდა შეთანხმების შესაბამისად ერთი გადასაცემი ბინის). საწარმოს მიერ აღნიშნული ბარტერის ოპერაციების შესაბამისი დეკლარირება არ განხორციელებულა. შემოწმების მიერ განხორციელდა მიწის სანაცვლოდ გადაცემული ბინების და ავტოსადგომების დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში ასახვა საჯარო რეესტრში გადაფორმების მომენტისთვის საწარმოს მიერ შესაბამისი პერიოდისთვის მშენებლობაზე გაწეული ხარჯების (+10%) გათვალისწინებით გადაცემული ფართების რაოდენობის (კვ.მ.) პროპორციულად მთლიან ფართთან მიმართებაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ ბარტერის საფუძველზე განსაზღვრული ბინები, მიწის მესაკუთრეებზე საკუთრებაში გადავიდა 2019 წელს - მხოლოდ 88 კვ.მ. ხოლო უმეტესი ნაწილი 2021 წლის იანვრის და აპრილის თვეებში, შემოწმების მიერ შესაბამის პერიოდებში გაიზარდა დასაბეგრი ბრუნვა, აღნიშნულ პერიოდში შენობა დაუსრულებელი იყო და მიმდინარეობდა აქტიური მშენებლობა, მესაკუთრეებს ფაქტობრივად არ ჩაბარებიათ ფართები, ვინადიან მისაღები ფართი არ იყო მიყვანილი ხელშეკრულებით ნაკისრ კონდიციამდე. გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2021 წლის 1 იანვრიდან არსებულ რეგულაციებზე, რომლის თანახმად, ასევე ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საჯარო რეესტრით საკუთრებაში გადაცემული არცერთი ფართი 2021 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილის მდგომარეობით არ უნდა დაიბეგროს დღგ-ით, გარდა ავანსად მიღებული თანხის, ამასთან გასათვალისწინებელია, რომ კომპანიას მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღად აღიარებული აქვს 2022 წლის ნოემბერი და ბარტერიც დაადეკლარირა ამ საგადასახადო პერიოდით, მათ შორის დაბეგრა 2018 წელს ბარტერით გადაცემული ფართები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96– ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ აღნიშნული სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 19 მაისს განხორციელდა შპს „---ის“ სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, მდებარე ქ. ---, -- ქ. №--- მისამართზე ნაღდი ფულის ნაშთმა შეადგინა 0 (ნული) ლარი. გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარმოდგენილი საბანკო ანგარიშების ამონაწერების, ფულადი სახსრების მოძრაობის შესახებ ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის 1 აპრილისთვის სალაროს ბუღალტრული ნაშთი შეადგენს 286 100 ლარს. საწარმოს დირექტორის 2022 წლის 3 აგვისტოს წერილის გათვალისწინებით, აღნიშნული თანხა (აგროსილი 357 625 ლარი) ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ შემოწმების მიერ პირველ სადავო საკითხში დაფიქსირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად გაზრდილი აქვს ფულადი ნაშთი სალაროში.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ზემოაღნიშნული სადავო საკითხების შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 და მე-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადამხდელი არ ეთანხმება რეალიზებულ ბინებზე დღგ-ის დარიცხვას. მიუთითებს შემმოწმებლის მიერ დაშვებულ როგორც მექანიკურ შეცდომაზე, ასევე საკანონმდებლო მოთხოვნების გაუთვალისწინებლობაზე.

2. გადამხდელი არ ეთანხმება უსასყიდლოდ გადაცემულ ბინებზე განსაზღვრულ ვალდებულებებს. მიუთითებს, რომ საწარმოს მშენებლობა ექსპლუატაციაში მიღებული აქვს 2022 წლის ნოემბერში, შესაბამისად ყველა გადაცემული ბინები დეკლარირებულია ამავე პერიოდში.

3. გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება მიწის სანაცვლოს გადაცემული ქონების დღგ-ით დაბეგვრას. მიუთითებს, რომ ბარტერული ოპერაცია დეკლარირებულია მის მიერ მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების თარიღით 2022 წლის ნოემბრის თვეში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 17 ივნისის №15434 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა საწარმოს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 6 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 21 დეკემბრის №32323 ბრძანება და ამავე თარიღის №081-278 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 704 461 ლარი, მათ შორის გადასახადი 402 064 ლარი, ჯარიმა 198 506 ლარი, საურავი 103 891 ლარი.

 

გადაწყვეტილება

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

2-4 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებული არგუმენტების და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე და 48-ე ნაწილების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტების შესრულების შედეგების გათვალისწინებით, განსაზღვროს სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის ოდენობა და აღნიშნულის შესაბამისად, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 302 (2); 73 ( 4,9); 159; 163; 164; 101 (1); 154; 43 (4); 96; 97; 98; 981-4;16; 18. 2021 წლამდე მოქმედი 160;161