პირთა ჯგუფისთვის მომსახურების გაწევისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია N 1176

1176 პირთა ჯგუფისთვის მომსახურების გაწევისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია 20.07.2012
№ დოკუმენტი 1176
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

პირთა ჯგუფისთვის მომსახურების გაწევისას დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია N 1176

ფაქტობრივი გარემოებები

•ფიზიკური პირი ახორციელებს ფიზიკურ პირთა სწავლება/გადამზადებას

•I ვარიანტი: 2011 წლის იანვარში პირმა ერთ თვიანი სასწავლო კურსი ჩაუტარა 30 კაციან ჯგუფს ერთად. ჯგუფის მიერ გადასახდელი თანხის გათვალისწინებით ფიზიკური პირის დასაბეგრმა ოპერაციების თანხამ შეადგინა 110 000 ლარი

•II ვარიანტი: 2011 წლის განმავლობაში პირმა ერთ თვიანი კურსი ინდივიდუალური გრაფიკით ჩაუტარა 30 მოსწავლეს. ფიზიკური პირის დასაბეგრმა ოპერაციების თანხამ შეადგინა 110 000 ლარი

•პირი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად

შეფასება

•სსკ-ის157-ე(1) მუხლის შესაბამისად, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს

•I ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ მომსახურების მიწოდება ხდება პირთა ჯგუფისთვის ერთდროულად, ერთი ოპერაციის ფარგლებში, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრება ჯგუფის მიერ იმ ჯამურად გადახდილი/გადასახდელი თანხის ჩათვლით, რომელიც გადააჭარბებს 100 000 ლარს

•II ვარიანტში: იმის გათვალისწინებით, რომ პირის მიერ მომსახურების მიწოდებისას შესაძლებელია რიგითობის დადგენა და აღნიშნული ხორციელდება ინდივიდუალურად დადებული ხელშეკრულებისა და მომსახურების გრაფიკის შესაბამისად, პირი დღგ-ით დაიბეგრება იმ მოსწავლესთან გაწეული მომსახურების ჩათვლით, რომელიც გადააჭარბებს 100 000 ლარს

ღონისძიებები

•პირს დაერიცხება კუთვნილი გადასახადი და დაჯარიმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის (სსკ-ის 282-ე მუხლის I ნაწილი)

აღნიშნულ შემთხვევაში წლები პირობითია და იგივე მიდგომა ვრცელდება ნებისმიერ საგადასახადო პერიოდებზე

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 20 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით