საპროცენტო ხარჯების გამოქვითვა N 0204

0204 საპროცენტო ხარჯების გამოქვითვა - (ძალადაკარგული) 26.07.2011
№ დოკუმენტი 0204
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

საპროცენტო ხარჯების გამოქვითვა N 0204

ფაქტობრივი გარემოებები

• პირის მიერ საპროცენტო შემოსავალსა და საპროცენტო ხარჯს შორის სხვაობა შეტანილია ერთობლივ შემოსავალში

•ამავე დროს, გამოსაქვით ხარჯში ჩართულია გადახდილი (გადასახდელი) პროცენტიც

შეფასება

•ერთობლივ შემოსავალში შეტანილი უნდა ყოფილიყო მიღებული (მისაღები) საპროცენტო შემოსავალი, ხოლო გამოსაქვით ხარჯში - გადახდილი (გადასახდელი) პროცენტი

•გაზრდილია გამოსაქვითი ხარჯი

ღონისძიებები

•უნდა დაზუსტდეს დასაბეგრი მოგება/ზარალი (" შემოსავალი" ფიზიკური პირის შემთხვევაში)

•პირი უნდა დაჯარიმდეს დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში სსკ-ს 275-ე (ძვ.132-ე) მუხლით.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 24 ივნისისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდზეც.