ბრძანება N 5278
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 5278
20.03.2023
შპს „------------------ის” (ს/ნ -------------)
(მის.: ----------------------------------------)
2023 წლის 21 თებერვლის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მარტის სხდომაზე (ოქმი №24) განიხილა შპს „------------------ის” (ს/ნ -------------) №31501/21-10-19 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2023 წლის 4 თებერვლის №EL------, №E-------, №EL------, №EL------,№EL------, და№EL------, საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორის განმარტებით, კომპანიის საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე 2023 წლის -- იანვარს --------დან შემოვიდა ტრანზიტისთვის განკუთვნილი სპილენძის კონცენტრატით დატვირთული - კონტეინერი. აღნიშნული კონტეინერების „-------სის“ საბაჟო საწყობიდან ტრანსპორტირებისთვის გამოყენებული იქნა 3 ერთეული სატვირთო ავტომანქანა. პირველი სამ კონტეინერზე რეისის შესრულებისას საბაჟო ორგანოს მიერ შედგენილი საქონლის და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის სამი მოწმობა საბაჟო საწყობის მიერ დამოწმდა საბაჟო საწყობში შემოსვლისას და დამოწმებიდან 24 საათის ვადაში ელექტრონულად არ იქნა დადასტურებული სატრანსპორტო საშუალების და ტვირთის საბაჟო საწყობში გამოცხადება, ოპერატორის გულმავიწყობის გამო. მომჩივნის მოსაზრებით, ყოველ მომდევნო სატრანსპორტო საშუალებების საწყობში გამოცხადებაზე მებაჟეოფიცერი ისე ავსებდა აღრიცხვის მოწმობას, რომ არ ამოწმებდა წინა რეისების საბაჟო საწყობში გამოცხადების დასტურს. შესაბამისად, მიაჩნია რომ სამართალდარღვევებში ბრალეულობა მხოლოდ კომპანიის ოპერატორს არ მიუძღვის.
აღნიშნულზე მითითებით ითხოვს ჯარიმების საპატიდ ჩათვლას ან/და დაეკისროს მხოლოდ ერთი 6000 ლარიანი ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონა „----ის“ მიერ 2023 წლის - იანვარს გამოწერილი №-----, №----, №----, №---, №-----, №---- საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული №----------, №--------- და №------------ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი (------ის კონცენტრატი) განთავსდა შპს „------------------ის” (ს/ნ -------------) საბაჟო საწყობში, რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო).
ვინაიდან შპს „------------------ის” მიერ ზემოაღნიშნული მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ,„eCustoms”-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ჩადენილი განმეორებით, გაფორმების ეკონომიკური ზონა „------ის“ უფლებამოსილი პირის მიერ 2023 წლის - თებერვალს შედგენილი №------------, №------------, №------------, №------------, №------------ და №------------ საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით შპს „------------------სს” დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით თითოეული ოქმით შეეფარდა ჯარიმა 6000 ლარი (ჯამში 36 000 ლარის ოდენობით).
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი ვალდებულია მოწმობის დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms”-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 127-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საბაჟო საწყობის მფლობელი ვალდებულია დაიცვას საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობები.
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი მუხლის ადგენს, რომ ეს ინსტრუქცია შემუშავებულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად და განსაზღვრავს საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებს, ნებართვების ფორმებსა და სანებართვო პირობებს.
ამავე ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ პუნქტების შესაბამისად, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში ვალდებულია ხელი არ შეუშალოს საბაჟო კონტროლის განხორციელებას, მოაწყოს საბაჟო საწყობი ისე, რომ გამოირიცხოს საქონლის, სატრანსპორტო საშუალების შემოტანა ან/და გატანა კონტროლის გვერდის ავლით და დაიცვას საბაჟო საწყობში შენახვის სათანადო პირობები, ასევე უზრუნველყოს საქართველოს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება.
დასახელებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობა ან მათი არაჯეროვნად შესრულება წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. მე-9 ნაწილის მიხედვით, კი საბაჟო სამართალდარღვევა განმეორებით ჩადენილად მიიჩნევა, თუ იგივე ქმედება ჩადენილია წინა საბაჟო სამართალდარღვევის გამოვლენიდან 12 თვის განმავლობაში.
ამავე კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საბაჟო საწყობის საქმიანობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანებართვო პირობის დარღვევა - იწვევს ნებართვის მფლობელის დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება (იმავე სანებართვო პირობის დარღვევა), ჩადენილი განმეორებით, – იწვევს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გასამმაგებას.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ აღრიცხვის მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა, „eCustoms”-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, რითაც დარღვეულ იქნა „საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 სექტემბრის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-8 მუხლის „გ“, „დ“ და „ქ“ პუნქტებით განსაზღვრული სანებართვო პირობები. საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვით გათვალისწინებული სანებართვო პირობის დარღვევა კი არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით (176-ე მუხლი) გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ვინაიდან აღნიშნული ქმედება საბაჟო საწყობის საქმიანობის მფლობელის მიერ ჩადენილია განმეორებით, მომჩივნისთვის სადავო ოქმებით საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად ჯარიმების დაკისრება მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
მომჩივნის მოთხოვნაზე, დაკისრებული სანქციების პატიებასთან მიმართებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილზე, რომლის მიხედვით, საბაჟო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, პირი გაათავისუფლოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საბაჟო სანქციისგან, თუ შესაბამისი საბაჟო სამართალდარღვევა ჩადენილია შეცდომით/არცოდნით.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილი პირის საბაჟო სანქციისაგან გათავისუფლებას ითვალისწინებს იმ პირობებში, როცა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმის საფუძველს, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირი ცდება, ან არ არის მისთვის ცნობილი ისეთი გარემოება, რამაც მისი პასუხისმგებლობა გამოიწვია. კანონმდებლის მიზანია, საბაჟო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------------------ის” (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს ჯარიმების საპატიდ ჩათვლას ან/და დაეკისროს მხოლოდ ერთი ჯარიმა.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამოწერილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობებით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონელი განთავსდა მომჩივანის საბაჟო საწყობში, რაც დასტურდება საბაჟო საწყობის მიერ მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით .
ვინაიდან მომჩივანის მიერ ზემოაღნიშნული მოწმობების დამოწმებიდან არაუგვიანეს 24 საათისა ,„eCustoms”-ში ელექტრონულად არ დადასტურებულა გამოცხადება, სანებართვო პირობების დარღვევისთვის, ჩადენილი განმეორებით, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებით მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 176-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის და სანქციის სახით თითოეული ოქმით შეეფარდა ჯარიმა .
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ მომჩივანი ვერ უთითებს ისეთ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ პირი მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში და შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის გამოყენება. ამდენად, სადავო ადმინისტრაციული აქტი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(1 „გ“);
ასევე საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს:127(3);163(1,11);176(1. 2 );
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 29.08.2019 წლის №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) მე-10 (1 „ა“ ) ;
„საბაჟო საწყობისა და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვების გაცემის წესებისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 16.09.2019 წლის №455 დადგენილებით დამტკიცებული ინსტრუქციის 1; 8 ( „გ“, „დ“ „ქ“ );17 (1);
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი; 53(5);
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლი;