დღგ-ის ჩათვლა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობაზე N 1171

1171 დღგ-ის ჩათვლა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობაზე 10.04.2012
№ დოკუმენტი 1171
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

დღგ-ის ჩათვლა საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობაზე N 1171

ფაქტობრივი გარემოებები

· დღგ-ის გადამხდელად არარეგისტრირებულმა საწარმომ 2010 წელს საკუთარი ძალებით დაიწყო საოფისე შენობის მშენებლობა

· 2012 წელს საწარმო დარეგისტრირდა დღგ-ის გადამხდელად და ამავე წლის ივლისში ექსპლუატაციში შეიყვანა შენობა-ნაგებობა

· ვარიანტი I: საწარმომ აგვისტოს თვეში წარადგინა ივლისის თვის დღგ-ის დეკლარაცია სადაც ჩათვლაში გაითვალისწინა 2010-2011 წლების და 2012 წლის იანვრის თვის ოპერაციებზე გამოწერილი საფ-ები

· ვარიანტი II: საწარმომ აგვისტოს თვეში წარდგენილი ივლისი თვის დეკლარაცია დააზუსტა სექტემბრის თვეში, სადაც ჩათვლაში დამატებით გაითვალისწინა 2010-2011 წლების ოპერაციებზე გამოწერილი საფ-ები

შეფასება

· სსკ-ის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის "დ" მუხლის მიხედვით საკუთარი წარმოების შენობა- ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენება წარმოადგენს დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციას, შესაბამისად მის საწარმოებლად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ ექვეემდებარება ჩათვლას

· სსკ-ის 309-ე მუხლი 23-ე ნაწილის მიხედვით დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობებისათვის 2011 წლის 31 დეკემბრამდე შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე დღგ-ის ჩათვლა განახორციელოს არა უგვიანეს იმ საანგარიშო პერიოდისა, როდესაც ხდება ამ შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღება

· სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილის"ე" ქვეპუნქტის თანახმად 2012 წელს გამოწერილი საფ-ით ჩათვლა მართლზომიერია, რადგან ამავე მუხლის მიხედვით პირს უფლება აქვს საანგარიშო წლის ბოლომდე გამოწერილი საფ-ებით განახორციელოს ჩათვლა

· ვარიანტი I: პირის ქმედება მართლზომიერია

· ვარიანტი II: პირის მიერ გაზრდილია დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

ღონისძიებები

· I ვარიანტში პირის ქმდებაში საგდასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება და დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების დაკისრება არ ხდება

· II ვარიანტში ჩათვლილი დღგ ექვემდებარება გაუქმებას

· II ვარიანტში დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების შემთხვევაში პირი დაჯარიმდება სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2012 წლის 1 აპრილისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით და ვრცელდება წინა საგადასახადო პერიოდებზეც

სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით