N 438 - 04/09/2019 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 04.09.2019
№ დოკუმენტი 438
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №438

2019 წლის 4 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 8 თებერვლის №73 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2011, 040030000.10.003.016234) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის (შემდგომში – საქსტატი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მიერ იდენტიფიცირებული ინფორმაციის გადაცემის წესი (შემდგომში – წესი) მიზნად ისახავს საქსტატსა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობას საგადასახადო და საბაჟო სტატისტიკის სფეროში სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის ფორმირებისათვის.“.

 

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) საბაჟო დეკლარაციებისა და რეექსპორტის დეკლარაციების მონაცემებს საგარეო ვაჭრობის შესახებ (ელექტრონული ფორმით);

ბ) ყოველთვიურად (არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა) ინფორმაციას საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სხვა სახეების მიხედვით, როგორებიცაა საბაჟო საწყობის პროცედურაში მოქცეული ტვირთები, ან რომლებიც საბაჟო ორგანოების მიერ დარეგისტრირდება მომავალში საქართველოს საბაჟო საზღვარზე და შეადგენს სტატისტიკური კვლევის საგანს;“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს 2019 წლის 1 სექტემბრიდან.

 

პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე