N 374 - 12/09/2012 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 12.09.2012
№ დოკუმენტი 374
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №374

2012 წლის 12 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება :

1. 1 4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ ქვედანაყოფების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, 59-ე 64-ე, 66-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 68-ე გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

#assignedTableId-1679574713591 {width: 468pt; margin-left: 5.75pt; margin: 0 auto !important; }„68

„თბილისის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის), „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში (ქ. ბათუმში, ი.გოგებაშვილისქ. №11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე),„ფოთის“ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ,ან გაფორმების დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული

3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება

 

ერთ საბაჟო დეკლარაციაზე

– 20 ლარი“.

 

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ი . მერაბიშვილი