სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია (სესხის პროცენტი პირდაპირ ხარჯია) N 0254
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია N 0254
ფაქტობრივი გარემოებები
•ლუდის მწარმოებელმა ლუდის ჩამოსასხმელი საამქროს მშენებლობისათვის აღებულ 300 000 ლარის სესხზე საანგარიშო პერიოდში გადაიხადა (დაარიცხა) ბანკის პროცენტის სახით 90 000 ლარი (30%)
•ვარიანტი I: გადამხდელმა ამ საანგარიშო წლის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითა ბანკის სესხის პროცენტის სახით 90 000 ლარი
•ვარიანტი II: გადამხდელმა ბანკის სესხის პროცენტით 90 000 ლარით გაზარდა საამქროს ღირებულება (განახორციელა ბანკის სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია)
შეფასება
•სსკ 148-ე მუხლის მიხედვით აქტივების ღირებულებაში შეიტანება ხარჯები, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას, გარდა ისეთი ხარჯებისაა, რომელთა გამოქვითვის უფლება აქვს გადამხდელს
•სსკ 107-ე მუხლის მიხედვით კრედიტისათვის (სესხისათვის) გადახდილი ან/და გადასახდელი (არიცხვის მეთოდის გამოყენების მიხედვით) პროცენტები გამოიქვითვებაარა უმეტეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წლიური პროცენტის ფარგლებში, შესაბამისი პერიოდის პროპორციულად
ღონისძიებები
•გადამხდელის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება
შენიშვნა: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 28.01.2011 #34 ბრძანებით, სსკ 107 (1) მუხლის მიზნებისათვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ გაცემულ კრედიტზე პროცენტის გამოქვითვა წარმოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ფარგლებში, სხვა შემთხვევაში - არა უმეტეს წლიური 24%-ისა.
სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2011 წლის 1 სექტემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
შემოსავლებისა და გამოქვითვების საკითხზე გამოცემული სიტუაციური სახელმძღვანელოები ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც მოგების გადასახადით არ იბეგრებიან სსკ-ის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით