რეგისტრირებადი (უძრავი) ქონების მიწოდების მომენტი N 0718

0718 რეგისტრირებადი (უძრავი) ქონების მიწოდების მომენტი - (ძალადაკარგული) 16.11.2010
№ დოკუმენტი 0718
სტატუსი ძალადაკარგული
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

რეგისტრირებადი (უძრავი) ქონების მიწოდების მომენტი N 0718

ფაქტობრივი გარემოებები

· პირმა საბაზრო ფასით 2007 წელს გაასხვისა მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებულ შენობასთან ერთად და მიღება-ჩაბარების აქტით გადასცა მყიდველს

· მიმწოდებლის მიერ ოპერაცია დაიბეგრა დღგ-ით და მოგების გადასახადით

· მყიდველის მიერ ქონებას მიღების წელსვე დაერიცხა ამორტიზაცია და გადახდილ იქნა ქონების გადასახადი

· ქონებაზე მყიდველმა საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა 2010 წელს

შეფასება

· ის ფაქტი, რომ მყიდველმა დაგვიანებით ან საერთოდ არ დაარეგისტრირა ქონება საჯარო რეესტრში, ვერ შეცვლის ოპერაციის შინაარსს და იგი მიწოდებულად უნდა ჩაითვალოს 2007 წელს

· გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულება სწორად არის შესრულებული

ღონისძიებები

· გადამხდელთა ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება