ბრძანება N 26263

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.10.2023
№ დოკუმენტი 26263
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26263

25 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2023 წლის 5 ივლისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე (ოქმი №101) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №82104/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №225-7 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად მიჩნეული იქნა კომპანია „-------“ საბანკო ანგარიშიდან გადახდილი სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება. აცხადებს, რომ აღნიშნული ხარჯი დაკავშირებულია კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობასთან, ხოლო ხარჯის გაწევის დოკუმენტი აღრიცხულია კომპანიაში და შეუძლია მისი წარმოდგენა.

2. მომჩივანი არ ეთანხმება კომპანიის საქმიანობის შედეგად შემოსული იმ თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვა არ დასტურდება. კერძოდ, არ ეთანხმება შემოწმების პოზიციას იმ ნაწილში, რომ ყველა დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამისი თანხა კომპანიას მიღებული აქვს. განმარტავს, რომ ახორციელებს ხილ-ბოსტნეულის ექსპორტს საზღვარგარეთ, კერძოდ, რუსეთის ფედერაციაში, ჰყავს რამდენიმე მყიდველი კომპანია. დღეის მდგომარეობით მათგან არ აქვს სრულად მიღებული რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ჯამში 500 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად შეუძლია წარმოადგინოს ამ კომპანიებთან გაფორმებული შედარების აქტები.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 დეკემბრის №31560 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 18 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2023 წლის 7 ივნისის №12764 ბრძანება და №225-7 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 275 927 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 020 ლარი, ჯარიმა 252 907 ლარი, საურავი 0 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. შპს „-------“ შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების, საბანკო ანგარიშების და განხორციელებული რეალიზაციების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბანკით გადახდილი აქვს სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება - 8 276.31 ლარი, რომელზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებამ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში დაბეგვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შეძენების 25% (2 069.08 ლარი), საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განიხილება მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. გადამხდელს გამოვლენილ სხვაობაზე მოგების გადასახადის გარდა დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შპს „-------“ წარმოდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. საქონლის შეძენების ნაწილში ანგარიში დაეყრდო შესყიდვის აქტებს, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ვერ იქნა მოპოვებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და ხარჯების გათვალისწინება მოხდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული ის თანხები (243 669 ლარი), რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში. გადასახადის გადამხდელს საშემოსავლო გადასახადის გარდა დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბანკით გადახდილი აქვს სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებამ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში დაბეგვრის შესახებ“ და აღნიშნულზე დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არც შემოწმების და არც დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით დოკუმენტურად დაუდასტურებელ შეძენებზე მართლზომიერად იქნა განსაზღვრული მოგების გადასახადი. ამდენად, შემოწმებით განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, ხოლო გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერთშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. საქონლის შეძენების ნაწილში ანგარიში დაეყრდო შესყიდვის აქტებს, ხოლო იმ ნაწილში, სადაც ვერ იქნა მოპოვებული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები, შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და ხარჯები განსაზღვრა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. შედეგად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული ის თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული იმ თანხების, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა მართლზომიერია. ამასთან, ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ არ არის წარმოდგენილი ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი ქ. №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება

1. საგადასახადო შემოწმებით გამოვლენილი დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. კომპანიის საქმიანობის შედეგად შემოსული იმ თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას, რომლის ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვა არ დასტურდება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. ორგანიზაციას შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების, საბანკო ანგარიშების და განხორციელებული რეალიზაციების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში ბანკით გადახდილი აქვს სატრანსპორტო მომსახურების ღირებულება, რომელზეც გადასახადის გადამხდელს შეძენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტი არ გააჩნია. შემოწმებამ იხელმძღვანელა მეთოდური მითითებით „სააღრიცხვო დოკუმენტებთან შედარებით შემოწმების არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ ხარჯებში დაბეგვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც აღნიშნული შეძენების 25%, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, განიხილება მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად.

2. ორგანიზაციას წარმოდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციები. შემოწმებამ იხელმძღვანელა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული N0256 სიტუაციური სახელმძღვანელოთი და ხარჯების გათვალისწინება მოხდა 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის შედეგად შემოსული ის თანხები, რომლის ეკონომიკური საქმიანობისათვის გახარჯვა არ დასტურდება, ჩაითვალა კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც დაექვემდებარა დაბეგვრას გადახდის წყაროსთან შესაბამის საანგარიშო პერიოდებში.

გადამხდელს გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებლივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 982(1-ა); 101; 154; 105(2); 275