N 154-Iმს-XIმპ - 13/12/2024 - „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

საკანონმდებლო აქტში ცვლილება 13.12.2024
№ დოკუმენტი 154-Iმს-XIმპ
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს პარლამენტი

📄 სრული ტექსტი

საქართველოს კანონი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 20.12.2023, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.05.001.102129) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის №5 დანართის ის გრაფები, რომლებშიც მითითებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის 34, 35 და 36 ნაწილები, ამოქმედდეს 2026 წლის 1 იანვრიდან.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი

მიხეილ ყაველაშვილი

თბილისი,13 დეკემბერი 2024 წ.

N154-Iმს-XIმპ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე