N 1904/5-VIმს-XIმპ - 28/10/2026 - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 57-ე ნაწილი:
„57. საერთაშორისო აზარტული ტურნირი − „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საერთაშორისო აზარტული ტურნირი.“.
2. 81-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 34 ნაწილი:
„34. ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით.“.
3. 82-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ძ2“ ქვეპუნქტი:
„ძ2) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმ საერთაშორისო აზარტულ ტურნირში მონაწილეობის შედეგად მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, რომლის საპრიზო ფონდი 3 000 000 (სამ მილიონ) ლარს აღემატება;“.
4. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) წამახალისებელი გათამაშების, სამორინის (აზარტული ტურნირის/საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), აზარტული კლუბის (აზარტული ტურნირის მოწყობის ნაწილში), ლოტოს, ბინგოსა და ლატარიის მომწყობი პირი, რომელიც ფიზიკურ პირს უხდის მოგებას.
შენიშვნა:
1. ფიზიკური პირის მიერ მოგებისას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი აღნიშნული საქმიანობის ნაწილში ვალდებულია შეასრულოს საგადასახადო აგენტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
2. ამ ქვეპუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ამ ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
თბილისი,28 ოქტომბერი 2026 წ.
N1904/5-VIმს-XIმპ
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე