სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია N 1418

1418 სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია 28.01.2013
№ დოკუმენტი 1418
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

სიტუაციური სახელმძღვანელო

სესხის პროცენტის კაპიტალიზაცია N 1418

ფაქტობრივი გარემოებები

•საწარმომ 2007 წელს დაიწყო და 2011 წელსაც აგრძელებს მშენებლობას აღებული მიზნობრივი სესხით

•2009 წლის შემდგომ ქონების გადასახადის მიზნებისათვის სესხზე დარიცხული პროცენტები მიკუთვნებულია დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულებაზე და გადახდილია ქონების გადასახადი

შეფასება

•ბასს-ის თანახმად, იმ აქტივების მიხედვით, რომლის კაპიტალიზაცია დაწყებულია 2009 წლის 1 იანვრიდან, საწარმო ვალდებულია სესხზე დარიცხული (გადახდილი) პროცენტები დაამატოს დაუმთავრებელი მშენებლობის ღირებულებას და ქონების გადასახადის ოდენობა განსაზღვროს ასეთი ღირებულებიდან. ამასთან, ასეთი ვალდებულება არ წარმოიშობა აღნიშნულ პერიოდამდე დაწყებულ მშენებლობებზე

ღონისძიებები

•პირის ქმედებაში საგადასახადო სამართალდარღვევა არ იკვეთება

იგულისხმება, რომ 2009 წლამდე საწარმო სესხზე დარიცხული პროცენტების კაპიტალიზაციას არ ახდენდა. შესაბამისად, სესხით სარგებლობისათვის დანახარჯები ქონების გადასახადით დასაბეგრ ბაზაში მონაწილეობას არ იღებდა.

იგულისხმება, რომ დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობა განკუთვნილია საწარმოს ძირითად საშუალებად.

სახელმძღვანელო დამტკიცებულია 2013 წლის 14 იანვრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით.