დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია (რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის თარიღიდან რეგისტრაციამდე შეძენილის დღგ-ც ჩასათვლელია) N 1166
📄 სრული ტექსტი
სიტუაციური სახელმძღვანელო
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია N 1166
ფაქტობრივი გარემოებები
· პირი ახორციელებს იმპორტირებული, ასევე საქართველოში შეძენილი საქონლის რეალიზაციას
· 2011 წლის 19 სექტემბერს საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ პირს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგა 2011 წლის 12 აგვისტოს.
· პირმა, შემოწმების მიმდინარეობის პროცესში საგადასახადო ორგანოში წარადგინა აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაცია, სადაც ჩათვლაში გაითვალისწინა დღგ 12 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ საქონლის ნაშთზე, აგრეთვე 12 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეძენილ საქონელზე. 12 აგვისტოდან განხორციელებულ ოპერაციებზე პირმა გამოწერა საფ-ები
შეფასება
· დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას, მომსახურების მიღებისას, საქონლის იმპორტისას ან/და საქონლის დროებითი შემოტანისას, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე (სსკ-ის 174-ე მუხლის პირველი ნაწილი)
· 12 აგვისტოდან 19 სექტემბრამდე განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციებზე პირს უფლება აქვს გამოწეროს საფ-ი და 2011 წლის აგვისტოს თვის დღგ-ის დეკლარაციით ჩაითვალოს 12 აგვისტოს მდგომარეობით რიცხულ ნაშთებზე აგრეთვე 12 აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით შეძენილ საქონელზე გადახდილი დღგ კოდექსით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით
ღონისძიებები
· პირი დაჯარიმდება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის სსკ-ის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად
აღნიშნული სახელმძღვანელო არ არეგულირებს კუთვნილი გადასახადის დარიცხვის კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს სსკ-ის 275(4) მუხლის შესაბამისად.
სახელმძღვანელო შემუშავებულია 2011 წლის 12 დეკემბრისათვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის მიხედვით
სიტუაციური სახელმძღვანელო არ ვრცელდება 2021 წლის შემდგომ წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. 2021 წლიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე იხელმძღვანელეთ დამატებული ღირებულების გადასახადის შესახებ მეთოდური მითითებით