N 380 - 26/11/2024 - „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №380
2024 წლის 26 ნოემბერი
ქ. თბილისი
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №II-06-ის („გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია“):
ა) ნაწილი III ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;
ბ) „დეკლარაციის დანართი „ა“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. 38-ე მუხლის:
ა) მე-6 პუნქტის:
ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მე-16 უჯრაში მიეთითება – საანგარიშო თვეში დაქირავებით მომუშავე ფიზიკურ პირებზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად ფულადი და ნატურალური ფორმით გაცემული ანაზღაურება (გარდა 561 უჯრაში ასახულისა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლით დაწესებული შეღავათების გარეშე;“;
ა.ბ) „წ1” და „წ2” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
წ1) 561 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან, საანგარიშო პერიოდში გაცემული ანაზღაურება;
წ2) 562 უჯრაში – 2008 წლის პირველ იანვრამდე გაუცემელი ანაზღაურებებიდან საანგარიშო თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი (განაკვეთი12%);“;
ა.გ) „წ3“-„წ5“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ა.დ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჭ) 57-ე უჯრაში – სულ საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში გადასახდელი წყაროსთან დაკავებული გადასახადების ჯამი, შესამცირებელი საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით (39-ე, 56-ე, 562 უჯრებში და „დეკლარაციის დანართი „დ“-ს მე-6 სვეტში ასახული თანხების ჯამს გამოკლებული „დეკლარაციის დანართი „ა“-ს მე-14 სვეტში ასახული თანხების ჯამი);“;
ბ) მე-7 პუნქტის „ე“–„ი“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მე-8 სვეტში აისახება „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სახელითა და ხარჯით მის ინდივიდიალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი (სვ7x 2/100);
ვ) მე-9 სვეტში აისახება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შეღავათები;
ზ) მე-10 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობებში მონაწილე პირის მიერ თამაშობის მომწყობი/ორგანიზატორი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;
თ) მე-11 სვეტში აისახება წყაროსთან დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი;
ი) მე-12 სვეტში აისახება გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ((სვ7 - სვ8 - სვ 9)X სვ11)); ამასთან, მე-12 სვეტის ჯამს გამოკლებული მე-14 სვეტის ჯამი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარაციის III ნაწილის 57-ე უჯრაში ასახულ თანხას;“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
ლაშა ხუციშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე